ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
14 ივლისი, 2026


დედას რომ ვაიბერით ურეკავ და პასუხს გიგვიანებს

#ლექსები
ნინო დარბაისელი
დედას რომ  ვაიბერით ურეკავ და პასუხს გიგვიანებს

ოთხ თაობას მოესწრო და  მარდობს,
ძველებურად დაჰქრის, დანავარდობს,
დაქალებში ილხენს,  განა დარდობს,
არ გაანდობს  არსად არგასანდობს.

გადღეგრძელებს  ღვინით სავსე ჭიქით,
სულ ლექსებით, არ-თავგასაქიქით,
“-როგორ გავწვდე ზრუნვით,  გულით ჯიქით,
შვილიშვილის შვილიშვილის იქით!”

არ პასუხობს შენი ვაიბერი,
ვნერვიულობ უკვე, ვაი, ბერი!
არაგვისპირს მთიდან მონაბერი
ნიავია? როგორც სექტემბერი?

ნათუშკინა, ჩვენო ტკბილო ნათო,
ჩვენ უშენოდ რაღა  უნდა ვქნათო!
ჩვენო ბურჯო, მონაგარის მნათო,
მანდ ვერ გაწვდენთ მონატრებულ ხმათო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები