ჩვენ არ გვშვენის ქარაგმების ჭიდილი, ჩვენს ქალაქში დაბნეული დავდივართ, დაგვჩემდება ამ ქალაქის სიცილი, აბა დარდად ჩვენ ხო არა ვვარგივართ, ორგზის ნანახს არ ვეძახით სიმართლეს, არც ნანახით ტკბობით ვიცით ხალისი, ამ ქალაქებს ისევ წვიმით მიათრევს, თბილისს გორი,გორს კი ალბათ კრწანისი, ჩვენი ხედი დაბნედილი ხიდია, აქ თავთავებს შევუხამეთ დოქები, ამ დოქებთან დასანგრევად მიდიან, ყარეთ ახლა ნაგროვები ცოფები, რაც არ გვშვენის ისევ ბოღმა შურია, აქ ნაფეხურს დინოზავრებს ვაბრალებთ, გაიზრდება ალბათ სადმე მურია, იკბინება თუ გაქვს შუშის სათვალე, ჩვენ თავებში ჩახედვა აქ უცხოა, ჩემთვისაც კი რთულად ვიცხე სიმართლე, ალბათ ხიდად რომ დაგვიდგეს უთოა, თავს ჭაღარა,თვალს მოაკლდა სინათლე, ჩვენი მსგავსი ალბათ სადმე ყურეა, გაძვირდება ამ ყურეში მხედარი, ვალი ვისი ,თურმე ისიც ურია, აქ ცოტაა ამის მთქმელი, მბედავი, სახე ჩვენი ლამაზი და სათნოა, აღარ გვესვრის ურია და ბორია, მაგრამ ჩემი საქართველო მარტოა, მე ლაშქარი დიდი ახლა მგონია, აქ ბობოქარ ტალღებს ისევ მიაპობს, სიყვარული,სინათლე და შიშები, ალბათ გდევნი უფრო მეტს თუ მიამბობ, ალბათ შენთვის განდეგილი ვიქნები...
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობთ მუხა შეფასებისთვის მადლობთ მუხა შეფასებისთვის
1. ვერ ვიტყვი ლექსი ბოლომდე მომეწონა-თქო, მთავარი არის ის, რომ ავტორი გულწრფელად ლექსებში ახმოვანებს საკუთარ , პერსონალურ აზრებს. ვერ ვიტყვი ლექსი ბოლომდე მომეწონა-თქო, მთავარი არის ის, რომ ავტორი გულწრფელად ლექსებში ახმოვანებს საკუთარ , პერსონალურ აზრებს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|