ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
17 ივლისი, 2026


ბიბლიური ნეემიას სონეტი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ბიბლიური ნეემია
(სონეტი ლევან გორვანელს)

ეკალ-ბარდებში ფეხშიშველი სულ კენტად ივლი?
აბა, რა გინდა,  იყო ვაშლი  ედემს ნერგილი?
კარგის კეთება - ქვეყნად არსად  არის ადვილი.
სიკეთის გზაა - ყველგან ავით გადახერგილი.

იყო გამრჯე და  შენს ქვეყანას მოემსახურო,
საქართველოში იმას  ნიშნავს, თან იყო ხურო,
თან მტერ-მოშურნეს გაუმკლავდე  ბრძოლა ახურო,
შუა ბრძოლაში ცალი ხელით - ჭერი დახურო.

ავი  - კეთილად გადაცმული - ესაა ჩარჩო,
სხვათა რგებაში უნდა მოკვდე, თავი  იხარჯო,
ვის  მოსწყინდება მოიპოვოს იოლი  სარჩო,
შენ კი ტყუილად იშრომო და  თავი იტანჯო?

ამგვარ ფიქრებში სადაგნი  და გადის უქმენი.
ვინ არ მასვენებს, რა  ხმა მესმის  ”სიკეთე ჰქმენი!” ?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები