ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
17 ივლისი, 2026


×

ქალზე ბევრი ლექსი დაწერილა
კაცებზე-ძალიან ცოტა,
კაცი არასოდეს აღწერილა
ისე, როგორც ქალთა მოდგმა.
-----
ქალი თუ დედაა, მამაა ის კაცი
შვილზე მოდარაჯე ფიქრით,
დედას ვერ ედრება სიყვარულის თქმაში,
თუმცა მთელი გრძნობით იწვის.
ქალი თუ ღერძია ოჯახის იმედი
კაცი-სიმშვიდე და ძალა,
ქალი გეგმებს აწყობს, ქალი განიხილავს,
კაცი ერთს იტყვის და კმარა.
ქალი ღიაა და სამზეოზე მყოფი,
კაცი-უჩინარი, ჩრდილი,
ნაზად შესაგრძნობი, როგორც მთის საყდარი
მუდამ მზადმყოფი და ფრთხილი.
ქალი სინათლეა, მსუყედ მოკაშკაშე
კაცი-ამ სინათლის მცველი,
სამყაროს შემცნობი, სამყაროს ასაკის,
ხანაც მასზე ბევრად ვრცელიც.
თავშესაფარია კაცი შეურყევი
ჯანსაღ საძირკველზე მდგარი,
მისგან გაღებული ნეკნის დიდი რწმენა,
სანდო, უღალატო მხარი.
კაცი გმირია და კაცი მეომარი
თუკი საჭიროა კვდება,
თუმც ვინ მოიგონა კვდომა ხელოვანის,
მის კვალზე სხვა გმირი ჩნდება.
კაცი უძლეველი ქვეყნის გარანტია
პატრონი ნაკეთები საქმის,
ის იქ არ იქნება, სადაც ღალატია,
სადაც ორპირობა დაჰქრის.
კაცი კაცია და კაცურ სიტყვას იტყვის
სწორი მამაკაცი მხოლოდ,
თორემ ტყვიას კარგად ლაჩარიც კი ისვრის,
მაგრამ, რა იქნება ბოლო?
-----
კაცი სრულყოფილი ქალის მიზეზია,
ქალი-ბედნიერი კაცის,
ქალი დედაა და ქალი ფიქრებია
კაცი- მოდარაჯე მათი.
ზოგჯერ სუსტიც არის კაცი, ოღონდ ზოგჯერ
ამ დროს ქალი ლომს ჰგავს მბრდღვინავს,
როცა ასე ხდება, როცა ასე ესმით
მთელი ცისქვეშეთი ბრწყინავს!
------
ქალზე ბევრი ლექსი დაწერილა
კაცებზე-ძალიან ცოტა,
ქალი ათასგვარად აღწერილა,
კაცი? -კაცია და მორჩა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები