 | ავტორი: მარტინ ჟანრი: პოეზია 18 ივლისი, 2026 |
ლოდებად იქცნენ ეს სიტყვები, იცი ლოდები? ცისხლა მთების ნარჩენია, თეთრი ძვლებია, ეს წერილები, იმედები, -ხმები გოდების- სულის ღრიჭოდან მიმოდიან, მიმოძვრებიან....
შემოივლიან ბლანტ სიბნელის კუთხე-კუნჭულებს თითქოს ეძებენ მოუვლენელ თვალებნამიანს, -რომელიც კრთება სიშორეში და ღრმად ჩურჩულებს ნეტარ არიან ის მკლავები ნეტარ არიან,
-ამ ფრთხილ ღამეში, წვიმისა და ქარის მოსაზღვრე არაფიქრებთან იგვიანებს როცა სიზმარი, როცა ლოდინში დალეული პირველ კოცნამდე, შენს არსებაში საკუთარი თავი ვიცანი, ისე ლამაზად მომღიმარი, როგორ მოგწერო? როგორ აგიხსნა, როგორ გითხრა როგორ მიყვარდე, უნდა მოხვიდე! უნდა მიგრძნო! საბედისწეროდ! ყველა დინებას შენს მკლავებში უნდა მივყავდე...
და აღარ ვწერო უმნიშვნელო რაღაცეებზე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. იმედია, თეკლაკო კითხულობს ამ მშვენიერ ლექსებს :)
იმედია, თეკლაკო კითხულობს ამ მშვენიერ ლექსებს :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|