ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კატია
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2026


გუგული

სხვანაირი იყო ნაირი მდელოები:
მწვანე მოცურავდა და ცისფრად გადმოსჩქეფდა მერე მის გულთან.
რიტმულად უმღეროდა გუგული იმ ფერს,
რომელიც გარბოდა და მდელოსფერს ართობდა
მღერით და სირბილით.
ხე განაცრისფერდა, ნაცრისფერს მიწისფერი შეერია
და სახელად დაირქვა წიფელი.
ფორმა იცვალა წიფლის ნაყოფმა
და გადაასხვაფერა წინ ველი.
ისე გაყავისფრდა ეს მწვანე მდელო,
კინაღამ ჩავიქნიე ხელი.
გუგული გაქრა, ახლა სიჩუმეა,
წიფელმაც იცვალა ფერი.
მარადიულია ჩემი აქ ყოფნა,
არ დაგავიწყდეს, გელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები