ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არ-შემდგარი პოეტი
ჟანრი: პოეზია
31 ივლისი, 2026


ანათე

ჩემი ნახვა უნდა გიხაროდეს, როგორც დანამატი,
ენა მჭრელი ვოლფრამივით, ვერ მედრება დანა მათი,
ყველას ეგრე თუ იზიდავ, გამოდის ხარ ანდამატი,
ცეცხლო, ანათე, რა მიდის ჩემი, შენი ანდა მათი.

შემომხედავ, გავიწყებ ყოველ სევდას შენი დღენისას,
თხოვნაა არ გამიწყრე, იმ დღეს ვერც ვთქვი, შებინდებისას,
გამიხარდა და თან მადლობელი ვარ შენი ძღვენისა,
და მინდა ჩემი სახით ნდობა გქონდეს შეგირდებისა.

მომავალში არ ვიცი რა იქნება ნაბიჯი შემდეგი,
მაგრამ სურვილი მაქვს, რომ შევქნა არა ერთი შედევრი,
ერთი ვიცი რომ ყოველთვის ვერ გაამართლებს შედეგი,
მაგრამ მუდამ ახლოს იქნება, თუ ლექსს სახეს შენებრს ვგვრი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები