ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2026


სონეტი ჭადრაკის გაკვეთილიდან

#ლექსები

ნინო დარბაისელი

სონეტი ჭადრაკის გაკვეთილიდან

ამოცანებს მარტივებს დასცქეროდნენ ბავშვები
და თავს ეკითხებოდნენ  “მერე?”, “ამის მერე?”
სვლა რომ არ გამოვიდეს, აი, მერე რას ვშვრები?
მე?!  - დაფაზე ბრძოლაში გზები მოვამტვერე!

ვთქვათ და ვერ გადავურჩი მძიმე ოპერაციას,
თუმცა გადარჩენაში თავიც  დავიჯერე:
ექთანს ვუწვდი მარჯვენას,  დაბადებით ცაცია, 
დამშრობია ვენები, სისხლიც  შევიჩერე?

გვიანია. ღამეში შენ არ გამეშვი.
რომ ვუხმობდი იმედით,  “ქარო, დაუბერე!”
აფრაგაშლილს  - შიგ ზღვაში მომელოდა  სხვა ეშვი,
მე კი წერა-წერაში თავიც  დავიბერე.

…და ის იყო სამღერად ყელი მოვიღერე, 
თურმე ეს-ღა მქონია სათქმელ-სასიმღერე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები