ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
3 აგვისტო, 2026


სურვილი მაქვს გავაგრძელო საქართველოს ისტორია

ბავშვობიდან მიყვარს მთელი
ჩემი ქვეყნის ისტორია,
ო, ,,ძლევაი საკვირველი“
მარტოოდენ დიდგორია.

ლექსით ვაქებ დავით მეფეს,
თამარს, ლაშას, ცოტნეს, სოსლანს,
იმ სოლომონს - ,,ლომებრ მყეფეს“,
რუსთველს - ერის დიად მგოსანს.

ვკოცნი მიწას ცრემლებნამულს,
ხმლით იცავდა სააკაძე, -
ვინც შესწირა შვილი მამულს...
ლექსებს კვლავ ვწერ პაატაზე.

სიზმრად ვხედავ შავლეგოებს:
შალვა თორელს, მერაბს, ზვიადს...
და ვუმღერი მათ მთა - გორებს,
სამშობლოს და მის განთიადს.

ლომის გული უდევთ მკერდში
ლაშქრობებში ფეხით მავლებს, -
იმ სამასი არაგველის
და იმ ცხრა ძმის შთამომავლებს.

შინდისიც გვაქვს, ცხრა აპრილიც,
მუდამ ზრდიდნენ გმირებს ჩვენში,
უმღეროდნენ ერს დაჭრილნიც,
ცხინვალშიც და აფხაზეთშიც.

ლექსებს ვუწერ ტაო - კლარჯეთს,
თვალცრემლიანს მელის ოშკი...
ვლოცავ, როგორც გრიგოლ ხანძთელს,
ზედაშეს ვსვამ სამშობლოში.

სამებაში ვანთებ სანთელს,
გულში იკრავს მამული შვილს,
გაუმარჯოს ყველა ქართველს,
ყველა ნამდვილ მამულიშვილს.

ჰო, ,,ძლევაი საკვირველი“
ქვეყნად მხოლოდ დიდგორია,
სურვილი მაქვს გავაგრძელო
საქართველოს ისტორია.


ოთარ რურუა

2026

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები