| ავტორი: სალოსს ჟანრი: პოეზია 8 აგვისტო, 2026 |
მზე როცა ამოვა, მომიგებს, საყვარელო, რამდენი გდომებია. * სიზმრები მშორდებიან და გზები მიგრძელებენ სავალს და სათარეშოს. დღეები მოვიდნენ და დღეებმა დამავიწყონ სხვა დღეთა საწუხარი. მე შენი მარტოობის სიწმინდე-უბიწობის სალმობა გადამედო. ვიღაცამ გაგიღიმოს, ვიღაცამ გაგიხადოს საამო, სანუკვარი.
ერიდე სახურავებს, ხიდებს და გზაჯვარედინს, იქ სხვებმა იბატონონ. იცოდე, ბოლო დროა ღრუბლები ერთმანეთის შორი-შორს გროვდებიან. შენ შენმა მეგობრებმა მარკუსმა, მიშელ ფუკომ არასდროს მიგატოვონ. მე ჩემს მხრივ, დედაჩემის მკლავებში, ღმერთმა უწყის, რამდენჯერ მდომებია.
8.08.26
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|