სიყვარულმა ნამდვილი ზეიმი მოიწყო. ააჩახჩახა ცის კაბადონი თავისი უჭკნობი ცეცხლით. ნაპერწკლებად ვარსკვლავების წამწამები გამოიყენა. რთულია, სიჩუმეს დაუგდო ყური და არ აჩქარდე. იქ, ზემოთ კი არავინ ჩქარობდა. მთვარე ზამთრის ძილს და სიზრებს ქარგავდა და სიყვარული ნაწნავს უშვებდა ბროლის ციდან. ძოწის იყო ეს ნაწნავი, თვითონ მადმუაზელ სიყვარულს კი ლალის თვალები ჰქონდა. ამ დროს, საოცარი ლალისფერი ხდებოდა ცაც, მისი თვალების ფოიერვერკის ამრეკლავი. შემდეგ, მეორე ღამეს, ლილიები იღვიძებდნენ მის გუგებში და ახლა, ლილისფრად იღებებოდა კაბადონი. მერე, მოდიოდა ირემი და ვარსკვლავებით, ნახტომს აკეთებდა. თავის ჯერს არც დიდი დათვი აცდენდა და, პატარა დათვთან ერთად, თანავარსკვლავედს ქმნიდა. ეს საოცარი სილამაზე კი ცის სქელ ფარდაზე იხატებოდა და რჩებოდა მარადიულ სიზმრებად ღამის არქივებში. სიყვარული თავის დობილ სხივებს უხმობდა და ყურში გათენე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|