ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარტინ
ჟანრი: პოეზია
13 აგვისტო, 2026


თეკლაკო ))

როგორ აგიხსნა 
ჩემი სულის ხარ გასაღები,
ჩემი სიზმრების კელაპტარი  ბაითალმანო,
დავითვრები და
სიბარბაცით შემასახლებენ
შენი კარისკენ ქუჩის თეთრი განათებები ......

სიმღერ-სიმღერით, ცეკვა-ცეკვით რამდენ მურიას
რამდენ ქუჩის ლოთს, ავაზაკებს ჩამოვეხსნები,
შენი თვალები იმ სურვილის ნავსადგურია
სადაც ჩამძირე ტივდაშილი_რა გაეწყობა ....

-სიჯიუტესთან....
შორს უცნობი ხეთა რიგია
საფლავებია_მიწისზედა ნასოფლარები ..
სანამ ლექსები სხეულიდან ფრთებს აიყრიან
სანამ მიხვდები თუ როგორი
საცოდავი ვარ....

-მე შენს გარეშე_
მაგ სამყაროს, რა მეშველება..
რამე მოგიყვე, რამე მინდა ახლა გიამბო,
დავითვრები და უშენობის გასაშველებლად 
ქარად შობილი შენს სარკმლებთან დავხეტიალობ....



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები