გუშინ - ვენდერბილთში, ონკოპაციენტებში ვიყავით. ფოტოგრაფირება - აკრძალულია.
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ვენდერბილთი (სონეტი)
დაყოფილია ყველაფერი ვიწრო უბნებად, ტვირთი - ტვირთია და მოგიწევს, მარტო აწიო. რამ საიმედოს აქ არავინ არ გეუბნება, რომ ჩაეჭიდო და ბნელიდან გამოაღწიო.
განსაცდელისას - ადამიანი ასეა მუდამ, სულ ტყუილია ახლობელთა მცდელობა ყველა, ვეღარ გიშველოს ანეკდოტით სიცილის გუდამ, ჩაახველა და დაგემატა ისიც ნაღველად.
გაძლების ძალა ადამიანს როცა სჭირდება. არ ვარგა, თუკი სიკვდილამდე გათავდა იგი, სხივს - ძებნა უნდა, საიმედო ხავსს - ჩაჭიდება, დროულად უნდა დაიჭიროს მან თადარიგი.
არც სიცოცხლისთვის არც სიკვდილისთვის ჯერ მზად არა ხარ. უდანაკარგოდ განსაცდელი ვინ გადალახა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|