 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 6 სექტემბერი, 2026 |
#დილაუზმოს_ფიქრებიდან
ნდს
ქართული დემოკრატია - სახლის შენება ჭერიდან
როგორც სახლი ჭერიდან და ბოლო სართულიდან ვერ აშენდება, ისე ქართული ადრეშუასაუკენებრივი ფეოდალური ცნობიერება და ეროვნული გამოცდილება უცებ დემოკრატიულად რომ ვერ იქცეოდა, როგორც არ უნდა დაფინანსებულიყო, რა დიდი გამოცნობა უნდოდა ამას! ან იმას, რომ ზემოდან - ძალდატანებითი - სვლებით მხოლოდ გარე თვალისთვის დასანახი რაღაც ილუზიის შექმნა იყო შესაძლებელი. ქართველი ერის წინაშე ყველას შეეშალა, შინაურსაც და გარეულსაც, ვისაც გულუბრყვილოდ ეგონა ან ვინც გადაწყვიტა, რომ კარგად დაფინანსების შემთხვევაში, ფორსირებული ტემპით შეეძლო ქართულ ცნობიერებას ამ ყველაფრის სულმოუთქმელად გარბენა, ამოქაჩვა! იქნებ ვინმემ გამახსენოს, სხვა რომელმა ერმა შესძლო ეს, რომ საქართველოს შესძლებოდა? დემოკრატიის შენობა სართულ-სართულ არის ამოსაყვანი, მაგრამ ბეისმენტი აუცილებლად მყარი უნდა ჩაისხას! ჰქონდა? - არა! დაიჭერდა ასეთი შენობა ,, ტანს”? - ვერა! ერი ტყუის რამეში? - არა! საქართველოში არა დემოკრატიის, არამედ მისი სუროგატის შენება დაიწყო და გაგრძელდა ავტორიტარულ გარემოში. რა გასაკვირია, რომ ავტორიტარული მმართველობის სპეციფიკა, მისი ყველა ასპექტი, ვერტიკალი და ჰორიზონტალი კარგად ჰქონდეს დამუშავებული რუსეთის სპეცსამსახურებს და სამწუხაროდ, არა მხოლოდ რუსეთისა… ვინ ზარალდება ყოველივე ამის შედეგად ყველაზე მეტად? ცხადია, ქართველი ერი! მისი საშუალო, ქართული პატიოსანი ოჯახი, რომელზეც წესით უნდა დაეფუძნოს თანამედროვე სახელმწიფო, თუ, ცხადია, ამდენი გაჭირვების გადამტანმა მოაღწია კიდეც დღემდე რამენაირად! გამოსავალს რაში ვხედავ? ისევ ერის გამძლეობასა და თვითგადარჩენის უნარში. სხვა “რა გითხრათ, რით გაგახაროთ!”
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა, მუხა. ხანდახან მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი ჩემზე გაცილებით უკეთ იციან იმათ, ვინც ფსევდოდემოკრატიას აშენენებს და აშენებდა ჩვენში, დემოკრატიის სახელით, თორემ რა გახდა ერთი ციცნქლა სახელმწიფო, მსოფლიოს რუკაზე სახელიც რომ არ ეტევა ზედ და მხოლოდ ნომერი აწერია, რომ ამდენი ხანი ამ უზარმაზარი პრობლემების წინაშე არ იდგეს! განა შეიძლება , თან დემოკრატიისათვის იბრძოდე და თან დემოსი ანუ ხალხი ამ მდგომარეობაში გყავდეს მადლობა, მუხა. ხანდახან მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი ჩემზე გაცილებით უკეთ იციან იმათ, ვინც ფსევდოდემოკრატიას აშენენებს და აშენებდა ჩვენში, დემოკრატიის სახელით, თორემ რა გახდა ერთი ციცნქლა სახელმწიფო, მსოფლიოს რუკაზე სახელიც რომ არ ეტევა ზედ და მხოლოდ ნომერი აწერია, რომ ამდენი ხანი ამ უზარმაზარი პრობლემების წინაშე არ იდგეს! განა შეიძლება , თან დემოკრატიისათვის იბრძოდე და თან დემოსი ანუ ხალხი ამ მდგომარეობაში გყავდეს
1. საქართველო მსოფლიოს პატარა მარგალიტი! საქართველო მსოფლიოს პატარა მარგალიტი!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|