ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2026


ვიღაც (სონეტი)

#ლექსები

ნინო დარბაისელი
ვიღაც
(სონეტი)

ვიღაც  დგას ჩვენი შეფასებების მიღმა,
ვიღაც  დგას ჩვენი ზნეობრიობის მაღლა.
იქნებ რაიმე ჩვენფერს იფარებს ნიღბად,
ანდა იღიმის ამის მკითხველი ახლა.

ჩვეულებრივად  არ გამოუდის ყოფა,
ვერ იმეორებს დანარჩენების  ქცევას,
განსჯი? სჯობია, პირდაპირ დაგეთოფა,
ფრენას ჩვეული -  ნაბიჯზე -  წაიქცევა.

რომელი  ერთი?  საძრახისია ყველა
ნაბიჯი მისი, ჩვენი ზნეობის ზომით
და ზედმეტია ,, ვაი, შვილო!” და შველა,
არც უნდა ჩვენი შესაძვრენ-გასაძვრომი.

მათზე  ნათქვამი  სიტყვა - შხამიანთასობს,
მაგრამ ცხოვრება სწორედ  მათით რომ  ფასობს?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები