 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 10 სექტემბერი, 2026 |
სხვისი რომ ამდენი სონეტი მენახა, თუ არ ვიტყოდი, გავიფიქრებდი მაინც, რას გადაეკიდა ამ შექსპირულ სონეტებს, რით ვერ იჯერა გული- მეთქი. საქმე კი ასეა. დავთვალე და აღმოვაჩინე, რომ ასს მივუკაკუნე. ჰოდა, გადავწყვიტე, გავაასო! თან აქედან 27+ 35=62 უკვე ბეჭდურად მაქვს გამოქვეყნებული. დანარჩენები - ჯერ გამომცემელს ელის. ისე როგორ ჟღერს?- “ასი შექსპირული სონეტი”
#ლექსი
ნინო დარბაისელი
განათების ხელოვნება (სონეტი)
მაშინ მუშაობს - განათება - როდესაც ბნელა. რა ქროლვა გინდა, რაში გინდა? რამ დაგანელა?
ლექსს- პოეზიად ქმნის სათქმელი, ისიც ასეა. უსათქმელობას შველის მქმნელი? ის, ვინც ცაზეა?
და თუ სათქმელი მოგესია, არ დაგეტია, მაშინ დუმილის პოეზია იქნებ მეტია?
უგანათებოდ - გაჩერებს აქ - რა! …და შუქიც ჩაქრა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|