 | ავტორი: კატია ჟანრი: პროზა 12 სექტემბერი, 2026 |
სიბნელეში გახევებული ხელი მოაცეცა ქვად ქცეულმა და ასანთით ძაფიანი ქონი აანთო. ძაფს ღვარად წამოედინა ბლანტი სითხე და ოთახი რვაკუთხად გაანათა. კოჟრიანმა ჩაცმა დაიწყო. საქონელი ჰყავდა იქ, ჩხირების ზვინთან, მისაყვანი, რათა გაეძღო ისინი, რომ მეტი სითეთრე მოეცა ოთხფეხას. გარეთ ჭოტს გაბმული ჰქონდა ხმა ხეზე და ნოტებს აშრობდა სოლისფერ მზეზე. იქვე, ვედრებისფერი ვედრო ირეკლავდა ახალამოსულ რიჟრაჟს, ეს ბრწყინვალება კი თავის მხრივ უნერგავდა ქვეყნიერებას და პატარა ადამიანებს იმედს: რადგან ის არსებობდა, ბრწყინავდა და მოძრაობდა სხივი მასში, ნიშნავდა, რომ აივსებოდა კიდეც. პატარა ადამიანებს პატარა დარდები აქვთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|