 | ავტორი: კატია ჟანრი: პროზა 18 სექტემბერი, 2026 |
მარტოსული ვარ. ის ჭრელა-ჭრულა ჩიტუნაც დაიღუპა დღეს, ყოველ დილით რომ მოდიოდა ხოლმე ჩემს საკორტნელად. ხელები გამიუხეშა დრომ და ხალხმა ეს სიუხეშე გამოიყენა, ცეცხლი რომ დაენთო და გამთბარიყვნენ, გადარჩენილიყვნენ ჩემი ნაწილების განადგურებით. იმ კაცმა, რომელიც ჰორიზონტზე მოჩანს, სიავეში გამომიყენა და ბოლო სამყოფელი გამოთალა თავისი 2 წლის შვილისთვის, ამიტომ არ მძულს, მეცოდება. აი, მეორე კი, თავად გათბა, მე რომ დამტეხა. ლამაზი ვარ. ზემოთ მზეს ვეთამაშები, გულში ჩიტები მყვანან და ფესვებთან კი ველური ფისოები ეჩრდილებიან. ხან მცივა ზამთარში და იმ მონადირეს, ჩემი დატეხილი სხეულის ნაწილებით რომ თბება, ქარიშხლების დროს არ ახსოვს, თუ ვდგავარ ისევ, ბებერი მუხა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|