 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 16 სექტემბერი, 2026 |
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ქუთაისი. პაოლო
ტრიანონი - პატარა, ტრიანონი - დიდი… წინ - რიონი, რიონზე - ისევ თეთრი ხიდი.
ოქროვანი ვერსალი და ბაღები მისი, წინ - გზა- ოღროჩოღრო და ისევ ქუთაისი.
პარიზული მითები და მითების მთები, გაყინული ბინიდან ისევ მზეში თბები.
ნოტრდამული ქიმები, სივრცე - საქიმერე, ბევრი არც რა შეცვლილა აქ ასი წლის მერე.
წარმოსახვა პოეტის - რეალობას მუდამ უსწრებს ერთი ნაბიჯით, თუნდაც აბდაუბდა.
მაგრამ რეალობაა - წარმმართველი ქართა, მომაკვდავს რომ მიგაგდებს ჯოჯოხეთის კართან.
არ იღება კარიბჭე! გარს ამაოდ უვლი და ქიმერა ხარხარებს: ლუვრი, ლუვრი, ლუვრი!
ჯერ წინაა ჟურნალი -,,ცისფერყანწელები”, განახლების წლებია, არა- ნაწელები, ოცნებების პიზები - გადანაცერები, სხვისი მითვისებული - შენი ნაწერები, მჯერა. მოიკითხავენ ჩვენგან აწ ერები: - დარჩაო ნაწერები და ჩანაწერები?
გეგებება როდენი ტკივილდანაურვი და ქიმერა ხარხარებს: ლუვრი, ლუვრი, ლუვრი!
- - - * ჯოჯოხეთის კარიბჭე” ოგიუსტ როდენი თითქმის ორმოცი წელი მუშაობდა მასზე. (დ’ორსეი)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა, ჯონათან საყვარელო! პარიზში ვარ დაწარმოიდგინეთ, პაოლოს კვალს ვეძებ ან ვინმე ქართველისას, შევაწუხე უკვე თანამგზავრები. თბილისელი ზდანევიჩი რომ მეგობრობდა პიკასოსთან, ვიცით, პიკასოსა და მოდილიანს ვინ არ იცნობს, მაგრამ საქმე ისაა, ისინი თუ იცნობდნენ ერთს მრავალთაგანს, საქართველოდან კაფე როტონდაში მოსიარულე ვიღაც დამწყებ მხატვარსა და პოეტს, რომელმაც რა გასაკვირია, რომ არც ფრანგული იცოდა ისე, მჭევრმეტყველებით რომ დაეპყრო მსმენელი. ანუ მე - პაოლოს დიდი ერთგული ადამიანი იძულებული ვარ, ვაღიარო რომ უკუკავშირი პიკასოს მხრიდან პაოლოსაკენ არაფრით დასტურდება. პიკასო იყო - როტონდას და მსოფლიო ხელოვნების მეფე , პაოლო - არავინ, კაფეს ერთი კლიენტი… სიყვარულით მეფეს შეიძლება ვიღაც არარაობაც შეუყვარდეს, მაგრამ მეგობრობა - შერჩევითი ურთიერთობის სახეა, თავისი კოდექსი აქვს…
მადლობა, ჯონათან საყვარელო! პარიზში ვარ დაწარმოიდგინეთ, პაოლოს კვალს ვეძებ ან ვინმე ქართველისას, შევაწუხე უკვე თანამგზავრები. თბილისელი ზდანევიჩი რომ მეგობრობდა პიკასოსთან, ვიცით, პიკასოსა და მოდილიანს ვინ არ იცნობს, მაგრამ საქმე ისაა, ისინი თუ იცნობდნენ ერთს მრავალთაგანს, საქართველოდან კაფე როტონდაში მოსიარულე ვიღაც დამწყებ მხატვარსა და პოეტს, რომელმაც რა გასაკვირია, რომ არც ფრანგული იცოდა ისე, მჭევრმეტყველებით რომ დაეპყრო მსმენელი. ანუ მე - პაოლოს დიდი ერთგული ადამიანი იძულებული ვარ, ვაღიარო რომ უკუკავშირი პიკასოს მხრიდან პაოლოსაკენ არაფრით დასტურდება. პიკასო იყო - როტონდას და მსოფლიო ხელოვნების მეფე , პაოლო - არავინ, კაფეს ერთი კლიენტი… სიყვარულით მეფეს შეიძლება ვიღაც არარაობაც შეუყვარდეს, მაგრამ მეგობრობა - შერჩევითი ურთიერთობის სახეა, თავისი კოდექსი აქვს…
1. როგორ შემეძლო ამ ლექსისთვის გვერდი ამევლო...
ჩვენი "ოქროს ჩარდახი" ეპაექრება იმ "ოქროვან ლუვრს" :)
ძალიან ნაკითხი უნდა იყოს ადამიანი, თქვენი პოეზია ბოლომდე რომ გაიგოს.
მე კი ძალიან მეამა ეს ლექსი და... <3
როგორ შემეძლო ამ ლექსისთვის გვერდი ამევლო...
ჩვენი "ოქროს ჩარდახი" ეპაექრება იმ "ოქროვან ლუვრს" :)
ძალიან ნაკითხი უნდა იყოს ადამიანი, თქვენი პოეზია ბოლომდე რომ გაიგოს.
მე კი ძალიან მეამა ეს ლექსი და... <3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|