ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2026


ორი - ნორმანდიული და მორევის სონეტი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ნორმანდიული სონეტი

ჰორიზონტი  - შავი.
არხის შორი კიდე,
აზრმოუხარშავი
ლანდებს ავეკიდე.

თვალაკრული,  ბნელი,
მელის - პირატია!
თავგანწირვა მცველის -
არაპირადია.

ბრუნავს კარუსელი
ნორმანდიულ ფერთა!
მივეკარო სველი?
სატრაპეზოს ბერთა,

ბოდლერი  და  მონე,
  … მონეს დავემონე!



#ლექსები

ნინო დარბაისელი

მორევის სონეტი

ყველა ისე უძლებს, როგორ გამოუდის!
გარედან რა ჩანს და რატომ?
ან გადასატანი კაცს როცა გამოსცდის,
ბოლოს რად დატოვებს მარტო?

მე შენი ფეხსაცმლით მილიც არ მივლია,
რა ვიცი, გიჭერდა როდის
და რაც გამიგია, იქნებ ტყუილია,
დაგედო ბორკილი ცოდვის?

მითხრეს, ამღვრეულმა ისე ჩაითრია…
ჩაჰყვაო  ცოდვათა მორევს;
მითხრეს, გადაჰყვაო წამალსა თუ თრიაქს,
გამგონეს ცრემლებს რომ მორევს,

არასდროს არმქონემ განკითხვის რამ ნიჭის,
რა გითხრა? მე თვითონ მიჭირს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები