ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2026


ორი ლექსი ციკლიდან - პარიზულები. მარიაჟობა ლუი ვუტონით და პარიზი, არდადეგები (სონეტი)

  ორი ლექსი ციკლიდან  - პარიზულები

#ლექსები

ნინო დარბაისელი

მარიაჟობა ლუი ვუტონით

პარიზში რომ ვიგრძენი, გავხდი აგრესიული,
სხვების შესაძენების სიაც მქონდა სიური!
მაგრამ უცებ გამიჩნდა ზრახვა რამ “მე- სიური”,
მეტი საქმე არა მაქვს, დავრჩე დეპრესიული!
არაფერი მინდოდა გერმანულ-პრუსიული.

დავუყევი შოფებს და ჰქონდათ ფასდაკლებანი,
ჩემი გულის სიმები ჟღერდა, როგორც ებანი,
რისი მორიდებანი,  თავის გადადებანი,
მეც ქალი ვარ, მეც მინდა თავზე დავიცე ბანი!

ახლობლებიც გამიწყრნენ, კიდეც გამებუტონო,
უსაჩუქროდ დავბრუნდე, აღარც ჩამეხუტონო,
ჩანთავ, კაშნევ, საფულევ, მაინც თქვენ შეგიძინეთ
ერთად ლუი ვუტონო, ჩემო ლუი ვუტონო!

შემოდგომაც მოვიდა, “ტოტით” მორთულ- მართული,
ყელზე - კაშნე, საღამოს - კარგი “ფართი”- ფართული!
სულ არ არის ცხოვრება მოსაწყენი და რთული.
ფრანგულ - ლუი ვუტონთან, ესეც ლექსი - ქართული.

#ლექსები
ნინო დარბაისელი

პარიზი.  არდადეგები
(სონეტი)

მე ლუქსემბურგის  ბაღიდან
მომდევენ ქანდაკებები.
ტრიუმფალური თაღი და
გამარჯვებულთა ვნებები

ჟამკარს მირევენ ყოველღამ.
შევეგებები, ვეგები
ფეხქვეშ. აჩრდილთა ამ ტალღამ
დამქანცა განაშლეგები.

გარედან - მშვიდობს ყოველი
არ მოჩანს რამ დილეგები,
კვნესა მომესმის  ცხოველი,
გადარჩენაა - ეგები.

დგანან  არდასადეგები -
ცაში - ღრუბლები - ლეგები.


- - - -
ილუსტრაცია აღებულია გვერდიდან ,, ფოტო ამბები”

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები