ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2026


ყველა სიყვარული - სიყვარულს დაირქმევს - სონეტი ოგიუსტ როდენს

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ყველა სიყვარული - სიყვარულს დაირქმევს

(სონეტი ოგიუსტ როდენს)

შავი ანგელოზი ზედ დაგეკონება,
როდესაც დაცემულს  გნახავს.
გრძნობებს ვერ ერევი, გერევა  გონება,
ვერ  არჩევ ხავსსა და ნახავსს.

დარდით გადაღლილზე რომ გთენთავს -  რულია
და  გვიან მოსული  ცოდნა:
ღმერთის სიყვარული - ხომ სიყვარულია,
ცოდვის სიყვარული - ცოდვა!

თვით კრიმინალიც კი  - სიყვარულს დაირქმევს,
მკვლელიც  კი კეთილად  სახეს.
“მოტყუვდნენ?!  -  მოტყუვდნენ!”  - იფიქრებს და იქვე
ვერ ხედავს დაგებულ მახეს.

სულ მისი ბრალია,  ვინც უხილავია,
არია კეთილში -  ავი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები