ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2026


წამების საშვილოსნო



სამყარო საკუთარ საფლავში მშობიარობდა,
როგორც ღმერთის მუცელში აფეთქებული უსასრულობის შავი ჭიპლარი!


---

მე სიღარიბით ვარ დამნაშავე,
მომაქვს შიმშილის გემო გრაფინით.
ჩემს სიღატაკეს ასდის შაშკვლავი
და სულის ჩაცმის გეოგრაფია!

მიწებმა ცების კუბო გაფინეს,
მზემ მიწას სთხოვა ცების ამოსვრა.
ქვემოთ, სიღრმეში, მინდა გავფრინდე,
ზემოთ, ზეცაში, მინდა ჩამოსვლა!

სული ხორციდან ტაძარს განდევნის,
ჟანგს, ალბათ, ღმერთი ფრთაზე აზავებს.
ცა სიკვდილის რძით ნაძალადევი —
აყვავებული აზაზელია!

ვუცქერ საგიჟეთს შიგნიდან — შიგნით,
დროთა საფლავში თავსა ვგრძნობ ვიწროდ.
მესაფლავესაც წავართმევ გვირგვინს,
რომ მიწამ კუბო თავიდან იცნოს!

ველებზე მუხლის დიდებულ ყვლეფას...
აღარ ვგრძნობ — ვჩიჩქნი საფლავს ყვავივით.
ცა ჯოჯოხეთში იწვის ყველაფრად
და ნეონების სისხლში ყვავილობს.

მე ჩემს საფლავში — მოყირჭებული —
ამობრუნებულს დავტირი ცარგვალს.
მოწიწებული მე თავად ცა მგავს.
ცა მემარხება, კაცო!

ამოხტა სული ლირიკულ „მე“-დან
და სორაიას სიწმინდე ქოლავს.
დანაწევრებულ სამშობლოს სევდამ
სამყაროს ყელში დრო ჩაიყოლა!

ზმნა ზესივრცულად ჩამოღვრის მელანს,
საკუთარ საფლავს სიკვდილი არჩევს.
არარსებობავ, გახსენი ვენა
და ჭიპლარებით ცა ჩამოახრჩე!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
(მიქაელი)
2026

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები