ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კატია
ჟანრი: პოეზია
18 ოქტომბერი, 2026


მე რომ ბედისწერის მჯეროდეს

მე რომ ბედის მჯეროდეს,
გეტყოდი ოცნებებს,
ახდენა რომელთაც არ ეწერა.
მე რომ ბედის წერის მჯეროდეს,
გავაღვიძებდი მოხუცს,
წერისას რატომ შეჩერდა
კითხვებს დავაყრიდი,
მეხსაც მივუხმობდი,
წვიმას ავტეხდი ღრუბლების ცემით.
ბედისწერის მე რომ მჯეროდეს,
იმ ფურცელს დავასრულებდი
საკუთარი ხელით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები