ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კატია
ჟანრი: პროზა
22 ოქტომბერი, 2026


ლ'უნივერსო

    მთლიანობა ვარ__ ვარდისფერში ჩაძირული ლურჯი სინათლე, აქა-იქ თეთრი, უფრო ყვითელი სხივით.
    მე შენ გაძლევ ჩემს სამყაროს და ფრთხილად ითამაშე. როგორც ბავშვები, ჩვენც თამაშში ვპოულობთ ბედნიერებას და სამყაროს ზრდას. ხელი გამომიწოდე შენს ნახევარს და ლურჯში ჩამეკარგე შენც. ლურჯს ლურჯი დაემატა და ვარდისფერმა შტრიხებმა, რომელიც ჩემში იყო, იასამნისფრად გვიქცია საერთო სამყარო. სურნელი მოტკბო-მომწარო ჰქონდა ამ ფერს. სიტყვით დახატე, თვალით წარმოიდგინე, გონით ისმინე ჩემი წარმოდგენა და ავად გახდი. სიყვარული ავადმყოფობაა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები