ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
24 ოქტომბერი, 2026


ეს კოლიბრები

ნინო დარბაისელი

ეს კოლიბრები

(სონეტი)

(ზღვას ენატრება იყოს პატარა,
ვით უნაზესი ჩიტი კოლიბრი.- ვალერიან გაფრინდაშვილი)

ან ვკვდები ანდა მართლა ვბერდები,
გამაგებინეს ამ ჩიტუნებმა.
გამევსო ეზო ჰემინგბერდებით,
მორჩა კატასთან ჩაკრუტუნება!

თითქოს სუყველამ პირი შეკრაო,
გამოკვებეო,  რა ჩიტებია?!
კოლიბრი!  მიხვდი,  თავო,  შე კრავო?!
ლექსი  -  ამდენხანს გულში გდებია.

დაფრენს  წაღმა და მერე უკუღმაც,
შვეულმფრენივით  ცაშიც ჩერდება.
ვუსხამ შაქარ- წყალს,  -  ერევა ბოღმა,
შეხედეთ,  ჯეის - ცისფერგვერდებას!

ძილშიც კოლიბრის მესმის ზუზუნი.
რატომ დამიხვდა დღეს მობუზული?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები