ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: თარგმანი
24 ოქტომბერი, 2026


ნიკალაი გუმილიოვი - ეშმა გონიერი

#თარგმანები

მთარგმნელისაგან:  მახსოვს, ადრე არაერთხელ გაგვიხსენებია ნ. გუმილიოვის “ ქართული” ყმაწვილობა-ახალგაზრდობის - პიროვნული ფორმირების ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდი.
იქნებ ამის გამოც მისი აკმეისტური ნაწერები რაღაცნაირად გვეახლობლება.
ამ უაღრესად პოპულარული, აფორისტული ლექსის კონცეპტი ასეთია:
  შეყვარებულ ადამიანს  სტიქია და განსაცდელი  ვერ მოერევა, როგორც მეზღვაურს ღამეული ზღვა, რადგან წყვდიადის მბრძანებელი - ეშმა  ემეგობრება,  ვიდრე შეყვარებულია, მაგრამ სინათლეში თვალი აეხილება თუ არა, ძალაგამოცლილი ფსკერისკენ მიდის და იღუპება.

ნიკალაი გუმილიოვი

ეშმა გონიერი

ჩემმა ძველმა მეგობარმა, უღალატო  ჩემმა ეშმამ
დამიმღერა ეს სიმღერა:
მეზღვაური -  ღამით ზღვამ რომ  ვერ  შეაკრთო უბნელესმა,
განთიადმა -  ჩააფსკერა..

ირგვლივ  კედლად შემორტყმული  ტალღეული  ეცემოდა,
ქაფდებოდა  დაცემული,
მაგრამ ქაფზე უფრო თეთრი  მიუძღოდა
მას დიადი სიყვარული.

მოესმოდა  მოცურავეს  მოწოდება, ჟღერდა ასე:
“არ დაგტოვებ, თუ მომენდე!”
თუმც გახსოვდეს, - ბრძანა ეშმამ - განთიადზე
ფსკერი ელის ყველას დღემდე.

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Николай Гумилев

Умный Дявол

Мой старый друг, мой верный Дьявол,
Пропел мне песенку одну:
"Всю ночь моряк в пучине плавал,
А на заре пошел ко дну.

Кругом вставали волны-стены,
Спадали, вспенивались вновь,
Пред ним неслась, белее пены,
Его великая любовь.

Он слышал зов, когда он плавал:
"О, верь мне, я не обману"...
Но помни,- молвил умный Дьявол,-
Он на заре пошел ко дну".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები