ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
27 ოქტომბერი, 2026


ოლია - იესოს

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ოლია - იესოსადმი
(სონეტი)

- იესო - ქრისტე - მაცხოვარო,
სულ ამაოა,
შემოგბღაოდე მე  - ცხოვარი,
იმედით- “მოვა!”

არასდროს მოხვალ, ბევრიც გიხმო,
ბევრიც გევედრო,
ვინ მითხრას ხელი რამ გამიხმო,
მშველის?!: -  “გავა დრო!”

მკურნალი იყავ შენ  - მართალი
მაგრამ  ეწამე,
ვინ ვარ მე, შენი ანათალი!
მხოლოდ მეწამე?

- ეგ - ჯერ მცირეა, უფრო დიდი
მოგელის, მიდი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები