ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2026


კლიფოტის საქართველო



სადღაც კლიფოტი ფლითავს მზის მტევნებს
და ემსგავსება კაცის რასა — ჭას.
სული კი არა — ვგავართ სისტემებს
და თავად ვხდებით მაკა, რასაც ვჭამთ.

ლოცვა სისხლს მალავს — დრო შეიღება
და გრძნობს ენაზე არარსი ქავილს;
და წმინდა მიწაც, ჰო, შეიძლება,
მალავდეს ახალ იერუსალიმს.

არ დააპირებს ბრბო შენს მიღებას,
შვებით დაგისვა დრომ ყელზე დანა.
ლოცვა სისხლს მალავს — დრო შეიღება,
კვდება პოეტი დროშებიანად!

მე მიწა მქვია — ძმა ვარ, მაკა, ცის,
შენ კი სიკვდილზე ხარ დაწინდული.
ქალი უზმნოა, ზმნა — მამაკაცი,
მდგომარეობას ვიღაც ყიდულობს,

მდგომარეობას ვიღაცა მალავს,
მალავენ ნამდვილ ადამს და ევას.
ლაგდება მთელი სამყარო, მარა
მიტოვებული გოლემის სევდას ...

ჩაუსახლდება სული ყაისის,
სიტყვათა დადგმა სულს ეცნაურა,
კარზეა ვიღაც — თითქოს ხმა ისმის,
მაგრამ ხმა ხდება უცებ ხმაური.

ცის სინდისს ყელზე აბამს ჰალახა,
და როგორც თოჰუ — ვყვირი: ელოჰიმ!
სინაის ქვაზე დუმილს გავლახავ —
ემეტი სისხლს სვამს საქართველოში!

კაბალას ფორმით ბღავის მავთული,
დამსგავსებულა კაცის რასა —  ჭას.
ხალხი, ის არის, რასაც კადრულობს,
ხალხი, ის არის, მაკა, რასაც ჭამს!

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2025 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები