ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
28 ოქტომბერი, 2026


კეთილი ზღაპარი

                                        კეთლი ზღაპარი

                        ციკლიდან (როგორ გავხდი მეზღაპრე)


   

      ერთ დილას გამეღვიძა და აი რა გადავწყვიტე,    ამდენი ზღაპრებია დაწერილი, სადაც უამრავი ბოროტი პერსონაჟია,  მე ხომ შემიძლია ეს ბოროტება აღმოვფხვრა, საბოლოოდ დავამარცხო  და ბოროტი პერსონაჟები გავაკეთილშობილო? კარგი იდეაა,- გავიფიქრე და საქმეს შევუდექი.
ვეძებე ზღაპარი, ვეძებე და არჩევანი სასინჯად წითელქუდაზე შევაჩერე. ვცდი, რა გამოვა და მერე რაიმე უფრო სერიოზულ ნაწარმოებზე გადავალ-თქო ვიფიქრე და დავიწყე. მოკლე შინაარსს მოგიყვებით.
როგორც ჩვეულებრივ ზღაპარშია, წითელქუდა მიდის ბებიასთან, გზაში მგელი ხვდება. მგელს ხელები ზურგზე აქვს შემოწყობილი.
-გამარჯობა წითელქუდა, - მიმართა მგელმა გოგონას და ზურგსუკან დამალული თაიგული მიაწოდა. წითელქუდამ  გაუღიმა.
- გმადლობ მგელო.
- ბებიასთან მიდიხარ? - კითხა მგელმა.
- ჰო.
- გაგაცილებ, - მიმართა მგელმა, - ვინმემ არ შეგაშინოს. თან ბებოსაც ვნახავ.
- ვინ უნდა შემაშინოს, აქ ხომ ყველა შენსავით კეთილია.  კარგი წავიდეთ.
წითელქუდა და მგელი ბებიას სახლს მიუახლოვდნენ, დააკაკუნეს. მგელმა წითელქუდა წინ გაატარა, ფეხსაცმელები საგულდაგულოდ გაიწმინდა და ოთახში შევიდა.
- გამარჯობა ქალბატონო ბებია, - მიმართა მგელმა ბებიას.
- ოოოო, ძვირფასო მგელო, რატომ დამივიწყე? რაც შენ აღარ მოდიხარ, ონკანიც გამიფუჭდა და კარი საშინლად ჭრიჭინებს.
- გავაკეთებ, ნუ დარდობ. ეს დღეები ციყვებთან დავდიოდი, ძალიან ბევრი რამ ჰქონდათ  გასაკეთებელი, მამა ციყვი ხომ თხილის საშოვნელადაა წასული გურიაში. ხვალ მოხუცი კურდღელი მელოდება, სორო აქვს გადასახური და ზეგ შენთან მოვალ.
- რა კეთილი ხარ მგელო, - აღნიშნა ბებიამ და თან სუფრის გაშლა დაიწყო. თავისი გაკეთებული ალუბლის ნაყენიც არ დაავიწყდა, იცოდა რომ მგელს ძალიან უყვარდა.
- ქალბატონო ბებია, თქვენ მგონი წნევა გაქვთ, ძალიან ხართ წამოწითლებული. ახლავე გაგიზომავთ . - დატრიალდა მგელი. წნევის აპარატი გადმოიღო, ბებოს წნევა გაუზომა, ყოველი შემთხვევისთვის წამალი დაალევინა და მხოლოდ შემდეგ მიუჯდა სუფრას.
ამ დროს მონადირეებიც მოვიდნენ. ეს  ის მონადირეები არიან, ვისაც თოფების მაგივრად ფოტოაპარატები დააქვთ თან და ცხოველებს ლამაზ-ლამაზ სურათებს უღებენ. წითელქუდამ და ბებიამ რასაკვირველია ისინიც მიიპატიჟეს სადილად.
ცოტა ხანში  მათი სახლიდან მხიარული სიმღერის ხმა  გამოდიოდა.
ტყის ყველა ბინადარი, ბედნიერი სახით, სულგანაბული უსმენდა სიმღერებს.
  ასე არ ჯობია ჰა ჰა ჰა.





                                         






   










კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები