გამგზავრება
სრული წიგნი იხილეთ ბმულზე https://pilolit.wordpress.com/2026/01/30/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98-2/
არა და არ მინდოდა ასე ადრე რამე გაეგო. იმედი მქონდა ნელნელა შევაპარებდი და რისხვის გარეშე გადავრჩებოდი. ააან უფრო მცირე რისხვა იქნებოდა. მთელი საათი გაგრძელდა ჩემი ფსიქოლოგიური დამუშავება. ვიდექი ასე აწუწრული კარებთან და სიტყვა ვერ ჩავუგდე შუალედში, რამდენი რამე დავიწყე იმდენი კივილით გამაჩერა. რებუ ცოცხალი ადამიანივით უხერხულად იშმუშნებოდა. საბოლოოდ ბებია დაიღალა ჩხუბით და დაჯდა დივანზე. რამდენიმე წუთიანი სიჩუმის შემდეგ ტირილიც დაიწყო. - ბე... კარგი რა ბე.. - ხმა! კრინტი! კიდევ კარგი შენი მშობლები ვერ ხედავენ, რაში ღუპავ შენს ნიჭს და ახალგაზრდობას - თან ცრემლებს იმშრალებდა ქაღალდის ხელსახოცით. - ბე... მე ზრდასრული ადამიანი ვარ და მაქვს უფლება არჩევანი მქონდეს... - მერე წესიერი რამე ვერ აირჩიე? ეს რა არის - და ჟურნალების მაგიდაზე გაშლილი ჩემი საბუთები მომაყარა სახეში. - ოი... უწესრიგობა... ახლავე დავალაგებ - და რებუ ქაღალდების აკრეფას შეუდგა. - შეეშვი! შენ მანქანავ არ გაბედო ამ რაღაცეების აკრეფა - რებუს აკრეფილი ფურცლები შეეყინა ხელში, მერე მე გადმომხედა, მე თავი დავუქნიე იმედით რომ მიმიხვდებოდა ჟესტს დროებით გაჩერებულიყო. - მასტერ ზუ ვერ მიგიხვდით ჟესტს. - რებუ ეს ადამიანური მოვლენაა, მეჩხუბება ბებიაჩემი, რო დაწყნარდება მერე დავალაგოთ. ან როცა წავა.. - რა დამაწყნარებს რა? გადაირიე ბიჭო? სად მიეთრევი ამ სიშორეზე? არც კი ვიცოდი მაგ მანძილზე გალაქტიკა თუ იყო კიდევ. ალბათ სულ ბოლოშია ხომ? ზედ დიდ სიცარიელესთანვე - ქალბატონო ლინ, სინამდვილეში პლანეტა 7566BF განთავსებულია ჩვენი გალაქტიკის სრული რადიუსის მხოლოდ მესამედ მანძილზე ცენტრიდან, მის მიღმა კიდევ უამრავი ჯერ კიდევ შეუსწავლელი სამყაროები..... - მოკეტე! დამიწყო ამან აქ ენციკლოპედიით თამაში - ყვირილით შეაჩერა ბებიამ რებუ - მომიტევეთ, მეგონა გაინტერესებდათ, თქვენ ხომ შეკითხვა დასვით? - ბებიას ისედაც გაბრაზებულ სახეზე რისხვის ტალღამ გადაუარა, მივხვდი თუ არ ჩავერეოდი ბებია დროიდს დამილეწავდა. - რებუ მოდი ცოტახანი ნუ ჩაერევი ჩვენს საუბარში, მოგვანდე ადამიანებს ურთიერთობის გარკვევა - რაც შეიძლება თხოვნის ფორმა მივეცი ინტონაციას. - დიახ!! იცოდე შენი ადგილი და სანამ არ მოგმართავენ ენაზე კბილი დააჭირე. - მე ენა არ მაქვს ქალბატონო ლინ, ჩემი ბგერები წარმოიქმნება... - მოკეტეეეე... ოჯახი მენგრევა აქ და ეს კიდე... - კუთხეში მიყუდებულ ქოლგას მიწვდა ბებია. - კარგი ბე, მორჩა! დასრულდა ეს შენი ისტერიკა. გადაწყვეტილება მივიღე და არ შეიცვლება, ჯერ ერთი რომც მინდოდეს ვერ შევცვლი, მერე კიდე არც მინდა. წასვლა მინდა. ახალი ფურცლიდან ცხოვრების დაწყება - გადავეფარე რებუს. - ჩემზე არ იფიქრე ხო? არ გეცოდები ცოტათი მაინც? - კი ბე მეცოდები. მაგრამ ამ ისტერიკას არ ჯობია მომისმინო რა მოხდა გაიგო და ისე მეჩხუბო? ბებია გაჩერდა, ისევ დაჯდა დივანზე. - მოვედი რომ მენახე, იცი მაინც რომ უკვე თვეა არ მინახიხარ? ან ეს წერილებზე პასუხის არ გაცემა და ტელეფონის არ აღება რა მანერაა? უფ... ახლაღა გამახსენდა რომ ამ ყველაფრის გამო საერთოდ დამავიწყდა შეტყობინებები მენახა, ტელეფონზე კი ... რა ვქნა მძიმე დრო მაქვს. ზედმეტი ჭკუის დარიგებაც ნერვებზე მოქმედებდა იმ მომენტში. - ეს რად გინდოდა? რატომ იყიდე? იქ მიგყავს მოსამსახურედ? - მიმითითა რებუზე - მოსამსახურედ არა, დამხმარედ. - რა შეუძლია კი მაგრამ? - პრაქტიკულად ყველაფერი. სამზარეულო, მედიცინა, მებაღეობა, ჩხუბიც კი და თავდცვაც, ასევე... - ხო აგიწყვია ცხოვრება, სამზარეულოში რობოტი მოგესმახურება, ბაღშიც და კარშიც ეგ იდგმება... საწოლს ვინ გაგითბობს? ფეიას კიდევ არ დაელაპრაკე? - აღარ მიხსენო ფეია და მორჩა ამ თემაზე საუბარი. - უკვე სიბრაზე შემერია ხმაში - ასე აპირებ ჩემს გაცილებას? ბოლომდე ისტერიკით უნდა მელაპრაკო და საგზლადაც გზაში სკანდალი გამატანო თუ რას აპირებ? დავიღალე უკვე. ბებია მოტყდა თითქოს ამ სიტყვების მერე. - კარგი, მომიყევი რა ხდება შენს თავს ამისთანა. თორე გული გამისკდა, მოვედი ვნახავ-თქო, ვხედავ სახლში არა ხარ, ერთი გამიხარდა სამსახური ხო არ იშოვა-თქო, დავჯექი დივანზე და რას ხედავს ჩემი თვალები. ოოხხხხხ აი ეს უწესრიგობა როგორ მღუპავს სულ. ფეიასთანაც ერთ-ერთი სკანდალის მიზეზი ეგ იყო ერთად რომ ვცხოვრობდით. აი ამელაგებინა რა, ამ სკანდალებს მაინც გადავრჩებოდი. როგორც იქნა დამშვიდდა ბებია, მე რებუს ვთხოვე ჩვენთვის ყავა მოემზადებინა და ნამცხვარი დაეჭრა. თან ავდექი და ძირის ძირობამდე მოვუყევი ყველაფერი, რა როგორ რანაირად, რატომ და რისთვის. ჩემზე ხომ ისედაც შფოთავდა, ახლა ხელისუფლების ლანძღვა დაიწყო, როგორ გაუბედეს ხალხს და ეგ პროგრამა შექმნესო. მერე ისევ ჩემი ლანძღვა დაიწყო, ასეთი ხელმოცარული როგორ გახდი რომ შემთხვევითაც კი ყველაზე ცუდი ვარიანტის მიწა აარჩიეო. თურმე საბუთებთან ერთად თავად მიწაც უნახია ჰოლოგრაფიაზე. იმ ხრიოკში რისთვის უნდა წახვიდე არ მესმისო. ბიჯო მაგავე პლანეტაზე მწვანე ზონა ყოფილა, იქ მაინც გეყიდა რამე თუ მაინც და მაინც ეგ პლანეტა გინდოდაო... - ბოლოს და ბოლოს როდის მიდიხარ? - 11 თვეში უკვე ამ პლანეტაზე აღარ უნდა ვიყო. ვემზადები ნელნელა, პროგრამას ვადგენ რომ იქ ჩასვლის მერე უქმედ არ დარჩეს მიწა. შემდეგ ჩემი პლანეტოლოგთან კონსულტაცია მოვუყევი. გადაირია როცა გაიგო რომ ალკოჰოლის გამოხდას ვაპირებდი, პარალელურად ქალაქის ბიომასის გადამუშავებით. ამხელა განათლება გაქვს და ბიომასის მხვეტავად მიდიხარო მორიგი სკანდალი და ცრემლებიც მოაყოლა. მერე დაიწყო ფიქრი როგორ აერიდებინა ჩემთვის იქ წასვლის ვალდებულება. სანაცნობო წრის განხილვა დაიწყო, გაახსენდა რომ ჩვენს ნაცნობებში ფედერაციის ყოფილი გენპროკურორი იყო. აუცილებლად ექნება გავლენებიო და უნდა დაგიხსნაო. მე კიდევ სახეზე მეწერა რომ არ ვაპირებდი ამ ყველაფერზე უარის თქმას... თან ცოტა არ იყოს მეშინოდა, რამდენიმეჯერ მაჯის საათი აუწკარუნდა მაღალი არტერიული წნევის და კორტიზოლის ზე კრიტიკული დონის გამო. მოკლედ ბებია უკვე ინფორმირებულია. სახლში გულდაწყვეტილი და დასტრესილი წავიდა. არა და შევპირდი რომ როცა იქ მოვეწყობი შენც წამოგიყვან და ერთად ვიქნებით-თქო. ისეთი თვალებით შემომხედა რომ შეძლებოდა ალბათ გამამათრახებდა. მე კიდევ მოსამზადებელი ვარ გამგზავრებისთვის. ჩემთვის ახლა ეს ყველაფერი ერთი პროექტის სახითაა, რომელიც უნდა დავაპროექტო და მერე შევასრულო კიდეც. მომიწევს ბევრი ტრენინგების გავლა ყველა შესაძლო საჭირო დარგში. კონსპექტები უნდა გავაკეთო, როგორც ელექტრონული, ასევე ხელით ჩაწერილიც. უნდა ვივარჯიშო ჩემს რებუსთან ერთად რომ შევთამაშდეთ და კარგი გუნდის სახე მივიღოთ. ამ ყველაფრის გამო არანაირი დრო აღარ მაქვს ოჯახური ურთიერთობების გარკვევისა. ისე აღსანიშნავია რომ რამდენიმე დღე დამჭირდა ბებიასთან გატარებულ დროს მიღებული სტრესის დაძლევისთვის. დათქმულ დროს მართლაც გამზადებული დამხვდა სამოქმედო გეგმა კეინისგან. მათ ასტრო ფერმერთა სისტემაში ჩამსვეს. პარალელურად ჩემი ნაკვეთის პარამეტრები შეიტანეს პროგრამაში, სადაც ვირტუალური მოდელირება მოხდა სრული სიტუაციის. ფედერაციის რეესტრში არსებული მთელი ინფორმაცია მიაბეს ამ მოდელს. შედეგად მეც დავსაქმდი ასე ვთქვათ. სახლში ვაკეთებდი მოდელირებას ყველა სახის მცენარეზე რაც კი სიაში მეწერა. შემდეგ ჩემს „საშინაო დავალებას“ ბიოლოგი მიმოწმებდა, მაძლევდა შენიშვნებს სად რა შემეშალა. რა დავაკელი ან პირიქით რა მომივიდა ზედმეტი. შემიდგინეს კალენდარი, ზუსტად რომელი დღის რომელ საათზე იწყებოდა ანომალია და რა დრო გრძელდებოდა. მე ამ ვირტუალურ მოდელს ჩემი გამოგონილი ველის გენერატორებიც მივაბი. ეს ყველაფერი გაგრძელდა სადღაც 3 თვის განმავლობაში. ბოლოს უკვე ისე ვიყავი დახელოვნებული ყველაფერში, რომ ეჭვიც აღარ მეპარებოდა წარმატებაში. ჩემთან ერთად სწავლობდა ყველაფერს რებუც. უნდა ვაღიარო რომ შევეწყვეთ ერთმანეთს და საკმაოდ კარგი გუნდიც ჩამოვაყალიბეთ თუ შეიძლება ასე ითქვას. პარალელურად მქონდა კონსულტაციები ეკონომისტებთან, რომლებმაც სახელმწიფო სუბსიდიები დამიანგარიშეს რომ ყველაფერზე მყოფნოდა. პირველივე წუთიდან დეფიციტი შეიქმნა რა თქმა უნდა. იმისთვის რომ თანხები დაგვეზოგა გადავწყვიტე სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი საგზურით მესარგებლა და ისე ჩავსულიყავი ადგილამდე. რომლის მიხედვითაც როგორც მოგიყევით ლამის ნახევარი წელი დამჭრდა მოგზაურობისთვის. სამაგიეროდ მოგზაურობის თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი გადავიხადე. ამასობაში არქიტექტორმაც მომაწოდა ჩემი მიწის სრული გეგმა, თუ როგორ უნდა დამეკვალა, გამესუფთავებინა და გამესწორებინა გარემო. საკმაოდ დეტალური მოდელი იყო. შეიძლება ითქვას რომ ყველა კენჭის ადგილი გაითვალისწინა. მეც ამ არსებულ მოდელს მოვარგე ჩემი ველის გენერატორები. დასაწყისისთვის სრული მიწის დაფარვას არ ვაპირებდი. მაგრამ საბოლოოდ როდესაც ავაშენებდი ბაღს, მომიწევდა ყველა კვადრატული სანტიმეტრი ამ გენერატორის დაცვის ქვეშ მომეთავსებინა. გამოთვლებით და გაანგარიშებით, დაახლოებით 1 ციკლი დამჭირდებოდა რომ ნაკვეთი სრულიად ამეთვისებინა და ნაყოფიერი გამეხადა. მოვიმარაგე ყველა სახის ლიტერატურა, რაც კი შეიძლებოდა იქ გამომდგომოდა. გარდა მებაღეობისა დავიწყე მექანიზმების შესწავლაც, რომ თუ კი ადგილზე საჭირო ტექმომსახურება არ იქნებოდა თავად შემძლებოდა ყველაფრის შეკეთება. მადლობა უფალს გამიმართლა და ქალაქში საუკეთესო ტექნიკოსები დამხვდნენ. პრობლემები შემექმნა ჩემი გამოგონებული ველის გენერატორების დამზადებაზე. კი პატენტი ჩემი იყო და ყველა უფლება მქონდა, მაგრამ სამხედროებსაც ჰქონდათ გამოყენებაში ეს პროტოტიპები. რასაც გრიფით საიდუმლო ედო. მთელი თვე დავა დამჭირდა ფედერაციის თავდაცვასთან რომ სამოქალაქო ვერსიის გაკეთებას ვაპირებდი და თან მიწისთვის და არა კოსმოსური ხომალდისთვის. გაკვირვებულები მიყურებდნენ, აშკარად შეშლილადაც მთვლიდნენ. თუ კი მიწას ველის გენერატორი ჭირდება რა საჭიროა იქონიო მასეთი მიწაო არაერთმა მითხრა. ეს ჭკუის სწავლება კიდევ არ გეგონოთ რომ შეწყდა. ყველა ვინც ახლობელი თუ არც ისე ახლობელი, მაგრამ ნაცნობი იყო, ჭკუას მასწავლიდა რა გამეკეთებინა რომ რამენაირად ამერიდებინა თავი ამ გაუგებრობისთვის. საბოლოოდ რომ დამრთეს ნება გარკვეული სიხშირის გენერატორის დამზადებაზე, მწარმოებელ კომპანიას არ სჯეროდა რომ ხომალდისთვის არ კეთდებოდა. ახლა იქ დამიწყეს თავიდან ჭკუის სწავლებაც და იმის შეგონებაც რომ ერთიანი ველის შესაქმნელად სადღაც ქვიშაში ჩადგმული ბლოკი არაფრის მაქნისია... ღმერთო დიდებულო თითქოს ქსელში ნაპოვნი ინფორმაციით ვხელმძღვანელობდე ვიღაც დილეტანტი და არა თავად გამომგონებელი ამ გენერატორისა. ვიცი, ვიცი რომ ესენი ერთიმეორესთან დაკავშირებულები უნდა იყვნენ და ერთიანი მასა მაქვს მათთვის გასაკეთებელი. ვიცი... გამგზავრებამდე 2 თვით ადრე 3 ჰექტარი მიწისთვის საკმარისი გენერატორები იყო მზად, სულ 10 ცალი ბლოკი გამოვიდა. ქარხნის მთავარ ინჟინერს არ სჯეროდა რომ ეს იმუშავებდა. ამიტომაც მომიწია ექსპერიმენტალური ჩართვის გაკეთება. თავად საწარმოს სკვერში დავდგით 4 ბლოკი, დავაკავშირეთ საჭირო კაბელებით და ჩავრთეთ. ერთი მომენტი მეც მეშინოდა არ დაგიმალავთ რომ არ იმუშავებდა სათანადოდ. მაგრამ ყველაფერმა საათივით იმუშავა. გამიმართლა, გარეთ წვიმა მოდიოდა, ჩვენ კიდევ ველის შიგნით მყოფები ვხედავდით უხილავ გუმბათზე როგორ გადადიოდა წყლის ნაკადულები და დაბლა წვეთსაც არ ჩამოუღწევია. ნელნელა შეიკრა ჩემი წასაღები ბარგიც. ველის გენერატორების გარდა, მრავალ ფუნქციური ძარიანი როვერი, დრონების კომპლექტი, გაზის გამწმენდი მიკრო სადგური, მზის პანელები, სახელოსნო ხელსაწყოები, შემდუღებელი აპარატები, ლაზერული დანები, ყველა სახის ქანჩგასაღებები თუ სახრახნისები. ერთი ცალი მოცულობითი მბეჭდავიც ჩავდე კომპლექტში. ასევე საყინულე კონტეინერებით გავამზადე საჭირო ბაქტერიების კოლონიები. იქ მოსაყვანი მცენარეების მარცვლებიც ცალკე მინი კონტეინერებში მედო. ამათ დამატებული კიდევ უამრავი წვრილმანი რამე, სამზარეულოს მოწყობილობების ჩათვლით. ყველაფერი ეს შევკარი 2 კონტეინერში და ჩემს წასვლამდე მთელი თვით ადრე გავამგზავრე ახალ მისამართზე. უნდა აღვნიშნო რომ ამ ყველაფერმა ჩემი პირადი თანხები საკმაოდ შეათხელა. სახელმწიფო სუბსიდია კიდევ მხოლოდ ადგილზე მისულს დამხვდებოდა ადგილობრივ ბანკში. რაც შემეძლო პირადი ნივთები გავყიდე, ნაწილი გავაჩუქე. შევკარი ჩემი ხელბარგიც, რომელიც რებუს კონტეინერში ჩავალაგე. მართლაც საკმაოდ კომფორტული რამე გამოვიდა. გამოსაშლელი ბორბლები ქონდა, რის მეშვეობითაც რებუ მოაგორებდა. უნდა აღვნიშნო რომ გარკვეული მარცვლები რებუმ არ დამანება, ჩვენით წავიღოთ ჯობიაო, ერთ-ერთი კაქტუსის მარცვლები იყო. ძირითადი ტვირთის დაგვიანების შემთხვევაში დრო დაგვეკარგებაო. შემდეგში მართლა მადლობასაც ვეტყვი ამის გამო რებუს. და აი ისიც, ჩემი გამგზავრების დღეც. ვღელავ... სიტყვით ვერ გადმოვცემ ისე ვღელავ. ბებია უკვე შეეგუა ამ ფაქტს, მაგრამ მაინც ცრემლით მაცილებს. კოსმოდრომზე ყველა ახლობელი შეიკრიბა ჩემს გასაცილებლად. ბევრ მათგანს არც კი ველოდებოდი. ყველაზე გასაკვირი ფეიას მოსვლა იყო. ეჭვი მაქვს ბებიას ხრიკების გამო მოხდა ეგ. წასვლისას სანამ ბორტზე ავიდოდით, ცქრიალა ღვინით დამლოცეს ყველამ, წარმატებები, მშვიდი და სასიამოვნო მგზავრობა მისურვეს. მთხოვეს ქსელში მეაქტიურა და ყველა ნაბიჯი გამომედო ჩემს პირად გვერდზე. ჯერ ორბიტალურ სადგურზე ავედით შატლით. იქაურ კოსმოპორტში უკვე ჩემს ვარსკვლავთმფრენზე მოვხვდი. უკვე ბორტზე ვარ. ისევ გაორებული გრძნობა. ერთის მხრივ სამშობლოდან წასვლით მიღებული წუხილი, მეორეს მხრივ კიდევ ინტერესი მომავალი მგზავრობის მიმართ. მაგრამ ასეა თუ ისე უკან დასახევი გზა აღარ არის. ყველა ხიდი დავწვი თუ შეიძლება ითქვას. რებუ სატვირთო განყოფილებაში გაამწესეს ხელბარგთან ერთად. როდესაც ჩემს კაპსულაში ვწვებოდი აღმოვაჩინე რომ ჩემს გარდა ბევრი იყო ამავე მდგომარეობაში. სანამ ჩაწოლის დრო მოვიდოდა გამოვკითხე ხალხი ვინ როგორ გაიარა ეს პროცესი. აღმოვაჩინე რომ უმრავლესობას ის დარეგისტრირების პირობები წაკითხული არ ქონდა და ყველასთვის სიურპირიზი იყო საბოლოო შედეგი. ერთ-ერთი მგზავრი გამეცნო, იმ საიტის შემქმნელი მისი ოჯახის წევრი ყოფილა. თავად ნებაყოფლობით მიდიოდა ამ ექსპედიციაში. მაგრამ... - ჰეჰ... შენც ისევე გააკეთე როგორც უმრავლესობამ.. არ წაიკთხე ხო? - არა. შენ რა წაიკთხე? - კი როგორ არა. ზუსტად ვიცოდი რაც ხდებოდა. ბოლო ბოლო ჩემი ძმის აწყობილი საიტია. - ისე რა უმსგავსობაა? ჩვენში დარჩეს და გარკვეულ წილად თაღლითობა არაა? - მოდი ასე ვთქვათ, რომელი ჭკუათმყოფელი წავა თავისი ნებით თბილი და ტკბილი ბუდიდან? ცნობისთვის სწორედ მაგ ფაქტორზე იყო გათვლა გაკეთებული, მაგ პირობებს მაინც არავინ კითხულობს არასოდეს. ხო და კანონში მოაქციეს. უამრავი ადამიანი დარეგისტრირდა და იყიდა კიდეც მიწები. ისე რომ არ იცოდა შემდგომ ვალდებულბებზე არაფერი. აგე იმ კაპსულაში რომ წვება კაცი ხომ ხედავ? ოჯახთან ერთად მოდის, მისი ცოლ-შვილი გვერდზე განყოფილებებში მოხვდნენ, შენნაირად ისიც ანგარიშმიუცემლად დარეგისტრირდა, მიწა კი კარგი შეურჩევია რომ არ დაგიმალო, მაგრამ ვალდებულება მაგანაც არ იცოდა. თან შენ თუ 20 ჰექტარი გაქვს, მაგას იქ ლამის რამდენიმე მილიონიანი მეგაპოლისის ზომის მიწა ელოდება - ჩაიხითხითა მგზავრმა და თავის კაპსულაში მოხერხებულად შესრიალდა - აბა ძილინებისა მეგობარო. მშვიდ ძილს გისურვებ, მეეჭვება კიდევ როდესმე შევხვდეთ, ჩვენ სხვადასხვა დროს გაგვაღვიძებენ. - მადლობა, თქვენც მშვიდობიან ფრენას გისურვებთ. კაპსულაში ჩაწოლილს ცოტა არ იყოს მოტყუებული ადამიანის შეგრძნება გამიჩნდა... ასეა თუ ისე მანიპულაციების მსხვერპლი ვარ. როგორც ჩანს ის ფსიქოლოგიც ამ სქემის ნაწილია... ეჰ. მართალია ბებია, უბედურ დღეზე გაჩენილი იდიოტი ვარ. შემდეგ კაპსულა დაიკეტა და მეც ძილს მივეცი თავი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|