ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
29 ოქტომბერი, 2026


სხვა


მშვიდი ცა,ბინდი,ზღვა ღელავს მხოლოდ,
ამ ცისფერ ბინდებს დრო აცლის ხავსებს,
შევები აფთარს დრო იყო ბოლო,
რაც მათში ზეცის ზღავრს ამოავსებს,

გულიში მაქ ლექსი,დაღლილი რითმა,
ამ ჩემ ზღავს მხოლოდ სიმართლე სურდა,
მითხარი ზღვები განგაში ვინ თქვა,
ღადარი იწვის.მათხოვრის ხურდა.

აქ ჩემში ამბებს ვუპოვე აღქმა,
ცა ცრის და ბინდებს მიყვება ნავი,
შევკარი ჩემი დაღლილი თასმა,
გული მაქ მშვიდად, მესევა სვავი,

ვინა თქვა აზრებს უხდება ღვინო,
თუ ჩემში ნანატრს გაფენილ ხიდებს,
მინდა რომ აზრში მეც გავიცინო,
მზე ქუხდა ალბათ მაცლიდა ფიფქებს,

მარადის ყვავის აქ მზე და მიწა,
მაგრამ გულს აფთრის სიტყვები მწარე,
მე გულში მქონდა ბზიფი და რიწა,
მივყავდი ქარებს,მივყავდი ქარებს...

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები