ანა ახმატოვა - გზა იხვეოდა შავად...
გზა იხვეოდა შავად, ჟინჟლავდა ნება-ნება, გაგაცილებო, მგზავრმა, მთხოვა გაყოლის ნება.
დავთანხმდი, მაგრამ როდი შემიხედია წამით, რა უცნაურად ვთრთოდი გახსენებისას ღამით.
ვით საცეცხლურთა კვამლი, წინ მიცურავდა ჯანღი, დამადგებოდა ჭვალი, მგზავრის სიმღერის ჰანგით.
მახსოვს ჭიშკარი ღობის, გზის დასასრული სახლთან, ჩემთან მავალმა გრძნობით მითხრა: „შემინდე ახლა...“.
სპილენძის ჯვარი ხელში მომცა ღვიძლი ძმის დარად, მას მერე მღერა ველის, ყველგან ჩამესმის მარად.
სადაც ვარ, ყველგან ვუხმობ, ვტირი და დარდებს ვისევ, შემეხმიანე, უცხოვ, მე შენ დაგეძებ ისევ!
1 ნოემბერი, 2026 წ.
Анна Ахматова – Черная вилась дорога...
Черная вилась дорога, Дождик моросил, Проводить меня немного Кто-то попросил. Согласилась, да забыла На него взглянуть, А потом так странно было Вспомнить этот путь. Плыл туман, как фимиамы Тысячи кадил. Спутник песенкой Спутник песенкой упрямо Сердце бередил. Помню древние ворота И конец пути — Там со мною шедший кто-то Мне сказал: «Прости...»
Медный крестик дал мне в руки, Словно брат родной... И я всюду слышу звуки Песенки степной. Ах, я дома как не дома — Плачу и грущу. Отзовись, мой незнакомый, Я тебя ищу!
1913
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|