ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2026


ფიქრები



სიკვდილი მწარე დააბიჯებს როგორც ხელმწიფე,
აზნაურები იცინიან და თან მღერიან,
ფიქრები ცისკენ, აზრებია ისეთი მყიფე,
რომ ფიქრთა გორგალს აცდენილი ძალზედ ბევრია,

აზრების ზღუდე მიმაქროლებს შორეულ მხარეს,
მე თუ მჭამს წვიმა,სახილავად  იყო თავიდან,
ქართველის ბუდე გაისროლეს სადღაც იმ შავეთს,
ჩვენ მოგვდევს ლეში სადღაც ისევ უცხო მხარიდან,

საფიცარ მარცვალს, უცილობლად სიშორის მარცვლებს,
ჩვენ დავდევთ მხდალნი ,არა გვესმის სხვა რომ წუხს ახლა,
დავხედე ისევ ჩვენ ნაწამებ შეფერილ დავთარს,
წვიმს ისევ წვიმა უსაშველოდ და ისევ თავსხმად...

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები