 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 5 ნოემბერი, 2026 |
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ვარიანტი ბე
(სონეტი- ეპიტაფია)
სურვილებით ბარე თავსაც გადავაჭარბე. თან დამდევდა სიღარიბე, ცოტაც სიხარბე, მიზნისაკენ მიმავალმა წესად შევიტკბე: ვარიანტი ა - აქტივში, თადარიგში - ბე.
წარბს - წარბობა უწერია და ყალბს-სიყალბე, ბევრ მეგობარს დროზე ადრე დავემშვიდობე, ჭორის ძიძას არაერთხელ უბე გავუთბე. მე ვარიანტ ა - ს ვეძებდი, რად მრჩებოდა ბე?
სადაც რამე შევიგულე, ნაღდი მთხოვეს - ბე! მარტოობის ღამეები ცრემლში დავილბე, შავი კაბით შემეცვალა ჭრელი საკაბე. სულ ვარიანტ ა - ს ვეძებდი და მრჩებოდა ბე.
სულერთია, აქ ვინ ვისი პრო და ანტია. ბოლოს ქვაზე სიტყვა რჩება - ვარიანტი - ა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|