ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ველისციხელი
ჟანრი: პოეზია
7 ნოემბერი, 2026


ფინალური ფრაგმენტი სამშობლოს

ფინალური ფრაგმენტი სამშობლოს

არც  რა მაკვირებს და არც დიდი გასაბჭობია!
სულ მოსახლეზე სათითაოს ქმნიან პარტიებს.
იმ ქვეყანაში, სადავ ყველა ყველა მჯობია,
უკეთესობას ახლობელიც არ  გაპატიებს.

ეგ ხომ ვიცითო, შენ ახალი გვითხარო რამე.
ხვალ რა იქნება, რას ველოდოთ, რა იმედია?
დღეის  ხვალოვნურ ინტელექტზე წუხს მეპროგრამე.
მართავს სამყაროს მედროვე და მისი მედია.

ყველა ქვეყანამ გამოკვეთა რაღაც პროფილი,
ერყოფილის კი  - უცვლელია მაინც  ბუნება
და ისტორიის სწორ მხარ-თეძოზე წევს დაყოფილი,
კაკლის ჩეროდან გრილი სიო ელამუნება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები