 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 8 ნოემბერი, 2026 |
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ნოემბერი. პერ ლაშეზი (სონეტი)
უკვე დაიწყო გრძელი წვიმები და ფოთოლცვენაც დამთავრდა ჩვენი. ვუყურებ ხეებს და ვიღიმები - არაფერია ჩამოსაცვენი.
ყვავილი - ხმელი ან ხელოვნური, ზემოთ - შოპენის ჰანგი - დროდადრო - პრელუდიები, რამ პოლონურიც. გაწევთ ღრუბლების ტყვია საავდრო.
ვეღარ მოგივალთ ისევ გოდებით? ვინ შეგიწუხოთ ხსოვნა შერხევით! ამსიშორიდან რად მაგონდებით? - ნეკროპოლისურ ნისლში ეხვევით,
ო, გარდასულთა დიდო თაობავ, რარიგ ძნელია უსაფლავობა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|