ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
8 ნოემბერი, 2026


დიდი გასროლა

შევარქვი მე ამ ნაწერს დიდი გასროლა
და მომყვა ხელში ათასი კურდღელი და ათასი ქაჯი,
შეშინებული ჩემივ შიშებით
და დაცვენილი ჩემ დანაბიჯებ მინდვრებზე.
გადავიარე ათასი მილი და შევხვდი ნეტარ ძმაკაცებს,
ჩემზე რომ შორიდან სმენოდათ
და ეძებდნენ ჩემს ამბებს.
შემხვდნენ ისინი ერთი მძინარი და ერთიც ფხიზელი მე დილის ოთხზე,
როცა ხმას იხლეჩს ჩემი მამალი,
და თვითონ ვითავსებ მამლობას ათას ქათმისას.
შემხვდნენ ისინი და ვერ დაძრეს საყვედური,
რადგან მივედი, როგორც უძილო,
ღამის მთევარი მე ჩემს ლოდინში.
მაშინ მათ აიღეს ხელში ყველაზე ძლიერი ქარი და წვიმა
და შეგროვდა კიდევ კურდღელი, ჯამში სამიათას რაღაც-რაღაცა.
მერე კვლავ მე ვთქვი -
სალამი ყველაზე მყარ პოზიციაში გაჭედილებს,
ფილოსოფოსებს რომ უწოდებენ თავს და ამბობენ-
მე ყველაფერი გავაკეთე თქვენს გადასარჩენად!
მე არ ვაგროვებდი თქვენზე ამ ცნობებს,
ცნობებს ადამიანებზე,
რომელთაც ქვიათ საერთო სახელი - უძლურნი სირცვხვილის ალმურებისა,
შემცდარნი სვანურმარილ ნაჭამ ბიჭებთან.
ეს თქვენ თვითონ დამიყარეთ თქვენი მკვდარი თავები ჩემს ფეხებთან,
რენტგენში გატარებულივით ასხივებდით თქვენს სისუსტეებს
სამაგიეროდ ხომ მიგქონდათ თქვენ ახალი ფილტვი, მკლავ-გული
როგორც ერთი დიდი მკურნალისაგან,
მადლობელი ვარ, მე მკვდრებს ვაცოცხლებ,
ან ხეში ვმალავ, რომ არ დაგლიჯონ გვამი ყრუ მტაცებლებმა.
ახლა კი ვაჟკაცურები უწოდებიათ თავიანთი თავებისთვის
ბედის მარცვალით და ირონიით.
მე ხომ ყველაფერი ვიცი თქვენზე
სუსტო და, შესაბამისად, აგრესიულო ადამიანებო!
რაღა დაგრჩენიათ,
ხელში თქვენ ვერ აიყვანთ მაგ ახალ თავებს
არ იოცნებოთ, კიდევ შემხვდებით!
თქვენი მიწა მოხილულია ჩემი ინსტინქტების მიერ,
მე ის ვარ, ღამის მზვერავი
და ზედმიწევნით ვიცი, სად სძინავთ ეშმაკებს!
მე ის ვარ, ვინც არასდროს კარგავს კონტროლს
ყველაზე მთვრალიც და ყველაზე დაექსტაზებულიც კი.
იჭრიალეთ ჩემს ზურგს უკან
და დაყარეთ თქვენი კბილებს გადმოცდენილი ბინძური სიტვები!
გამოეკიდეთ ჩემს მსტოვრულ ნაფეხურებს,
მე ღამის აჩრდილებს გავასწარი
და აქ დავსახლდი,
სადაც სიჩუმეა და აჩრდილები გაყინული,
უბრად დავარდნილი ტყისა.

და ვთქვი შელოცვა სიყვარულისა -
და როცა მიცნობს შენი ტუჩები
და როცა მიცნობს შენი ხელები
როცა მიხმობენ
ჩემს ხმას უჩნდება ხმაში ნიავი
ტკაცუნი ცეცხლის.
ზოგჯერ უგულოდ იმზირებიან ხეთა ჩრდილები,
შენ რომ არა ხარ.
შე, საცოდავად აპირებენ პასუხს უარის ნიშნად ჩრდილები.
ეს ალმაცერი ამოქროლება
მე სანთლის შუქს და შუქის ალებს ვერაფრით ვშველი
შენში ცეცხლია ჩაუქრობელი.
მე კი შარვალი ჩამიცვამს ყველაზე მძიმე ღრუბლისა
ჩემი ხმა ფარავს
ყველაზე ღრმა ჭექას
და ჩემი თვალები ანათებენ ყველაზე ლურჯ ელვას,
შენთან კი ისე შემოვზიდულვარ,
მსურს ჩუმად ვიჯდე
და მოვისმინო ყველაზე უცხო ენა შენი სიტყვებისა.
მსურს ვიჯდე და ვუყურებდე, რას მოიმოქმედებ
თუმც აქლემების მთელი ჯოგი
იჩოქებოდეს ჩემსა წინაშე.
მანქანის კარი თუმც თავისით გამეღებოდეს,
თუმც ყოველ დილას სხვა ენაზე ვესალმებოდე მე მზის ამოსვლას
მაინც შენს წინ ვარ, პასუხს ჩუმად დაველოდები

შენი თმის ჩანჩქერები
დიდდებიან ჩემი წვიმის ხმაზე
შენ ის ხარ, ვის გამოც ჩავიდენ ყველა სისულელეს!
სისულელეს ფილოსოფიური ღამეებისა.

მე ის ვარ, ვინც გაიგო, თუ სად სძინავთ ეშმაკებს,
და დააწყებინა მათ ლოცვა
დილის წვიმის ხმაზე!
ქალაქს ბინდი აქვს გადაცმული
მე მაინც ვხედავ
ყველამ გიძახოს თავის ენაზე - მე გულით ვფეთქავ.

ხელი ჩამჭიდე, მე ჩვენს დემონებთან მიმყავხარ
და ჩვენ ვიქნებით
ყველაზე მართალნი ამ ბრძოლაში
როგორც მკვდრებში ორად ორი ცოცხალი
სიცილით მოუბარნი, ცეკვით მოძრავნი, მოსიმღერენი!
დამაქვს ხელები ათასი წლისა,
ათასი სიზმრის ძალა,
ათას ზმნის ძალა
და მაინც ვჩუმდები შენი სიტყვების გასაგონებლად

ეს მე გავტეხე ციხე ჩემი თავისა

ათას მილგავლილს და ათასერთ ქაჯთან მეომარს
როცა დემონი შემეკითხება
მე ასე ვეტყვი -

ესაა ის გოგო,
ესაა ის გოგო
ესაა ის გოგო
ყოველდღე რომ ყურში ჩამესმოდა მისი სახელი
სარკესავით მიტრიალებდა მისი სახე
და მის სუნთქვაზე ფეთქავდა გული - პეპელა ჭრელი
მე ვეტყვი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები