ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
9 ნოემბერი, 2026


მერერა

ლექსები

ნინო დარბაისელი

მერერა
(ანას - იუმორისტული)

იცნობ ასეთ კაცს, სახელად
“მერერას” რომ ეძახიან?
გაიხდი თანამზრახველად
-  მუდამდღე გულგრილსახიანს?

მერე რა! - ამბობს,  რაც მოხდა,
ხდება ან მერე მოხდება.
შენ - გულით კვნესა აღმოგხდა?!
ის - ცივად აროხროხდება.

დილა გათენდა?! - მერე რა!
დაღამდა?!  - დიდი ამბავი!
ვერ გამაკვირვებს მე ვერრა,
გასარანდ-გაურანდავი.

ბრძენია! იცის ყოველი,
წინასწარ,  ვიდრე ეტყვიან,
შენ თანაგრძნობას მოელი?
ყურიც არ შეუბერტყია.

ქვეყნად  არავის იცოდებს
გოჯი არის თუ ადლია.
თავისი მაინც იცოდეს
“მერერამ”, - ეგეც მადლია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები