ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
9 ნოემბერი, 2026


სიყვარულის ნამცეცები


გზას გავყევი ავირიე დავირიე,
გზად ეყარა სიყვარულის ნამცეცები,
ფიქრი ამით უსაფუძვლოდ ავირიე?!
მზეს კი შვენის ცეცხლისფერი ნასვრეტები,
გული მიცდის,მარტოსული არის მთვარე,
გულში მიზის უსიამო თოვა მზისა,
მე ბილიკი ამ ფიქრებით ავიარე,
იყო ხედვა სიამაყის გამოცდისა,
გულში თოვდა,ამ სიმღერებს მისდევს ქარი,
გამარჯობა როდი არის გამარჯვება,
ამღერდება საც წასული სადმე ქნარი,
ტყვია მიზანს ზუსტად ვიცი არ აცდება,
გუშინ ღამე დღე-ღამისთვის გავაჩუქე,
არ მებრძოდა აღარავინ გარდა მზისა,
ზოგი დასდევს გადაკარგულ თამასუქებს,
მე კი ვიცი რა იქნება გლოვა შვლისა...
თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები