ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
10 ნოემბერი, 2026


სახვარამზეონი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

სახვარამზეონი

ბევრმაც გამოსთქვას  შაირი,
ბევრმაც იამბოს ვარამზე,
სხვას - ჰყავდეს სულ სხვანაირი,
მე -  მყავდეს ჩემი ხვარამზე!

ბნელში ვიჯექ და ინათა,
ამოვიდოდა  სხვა რა მზე,
ალმასებს ირგვლივ მბრწყინავთა
ვაბნევდი  ქალი - ხვარამზე.

მე ვარ - ხალხური ნესტანი,
ტარიელია  - ვაჟიკა,
ტრფობისა მსჭვალავს ნესტარი,
ილევა, როგორც  კაჟი-ქვა.

ვერცა რამ  გამახალისა,
ჩამოვდნი მე - ზეზეული.
თვალეთ თუნდ ერთი ქალისა -
ამბები ხვარამზეული.

ყოფასშებმულთა ფიქრი,  მართ,
ფერს იცვლის -  ქამელეონი!
ნახვარამზევად  ვქცეულვართ
ქალნი  - სახვარამზეონი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები