მარიანა, შენს სურათებს როცა ვუცქერ მგოსანი, ჟრუანტელი მივლის ტანში, ხარ ის მანდილოსანი,
ვინც სამყაროს გვილამაზებს, ვისი კოცნაც მინდება, გაუმარჯოს სილამაზეს, ქება არ მომწყინდება.
ამ ლექსს გჩუქნი, მარიანა, მსურს გაჩუქო ამბორიც... ისე მხიბლავს სინარნარე, როგორც ციხე თაბორის.
ისევ ვუცქერ შენს სურათებს სიყვარულის მგოსანი... და ხევსურულ სატრფიალოს მღერის შავჩოხოსანი.
ოთარ რურუა
2026
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|