დათუნიამ უღრან ტყეში, გახსნა დიდი აფთიაქი, წამლებს ცეცხლი უკიდია, არ გეგონოთ აქ იაფი. ნეტავ რაღამ შეაწუხა, ვხედავ მოდის რუხი მგელი, ჭრილობისთვის მოითხოვა, სახვევი და მწვანე გელი. დღეს მთელი დღე რიგი არის, მოდის ციყვი, მოჰყავს ღნაჩვი, უმადობის უძილობის, წამალს ითხოვს შავი მაჩვი. იქვე გვერდით კაბინეტში, ზის ექიმი თეთრი ბატი, და შოშიამ მოუყვანა, ასაცრელად ორი ბარტყი.