 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 15 ნოემბერი, 2026 |
#ლექსები ნინო დარბაისელი
ქუთაისური ბოჰემა
ცისფერყანწელებმა ნაპარიზალი პაოლოს შეგულიანებით, სცადეს ბოჰემურობა, მაგრამ არაფრით გამოვიდოდათ, რადგან მდიდარი ექიმის შვილის - კოლაუ ნადირაძის გარდა, ისედაც, მეტნაკლებად ხელმოკლე გარემოდან იყვნენ.
პოეტი, თუნდაც ენამჭევრი, უღვინ-უარყო?! ჯერ უნდა გქონდეს ფული ბევრი, რათა უარყო!
სხვებს აჩერდები, გსურს გაგიყონ ლუკმა - არმიდან? ჯერ გვარიშვილი უნდა იყო, რომ თქვა, “არ მინდა!”
სიღარიბე რომ ისახელო, იწინისწინო, ჯერ უნდა გედგას სასახლე, რომ ხიდქვეშ იძინო!
გსურს არტისტული ამბოხება? სხვაა - ბოჰემა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|