ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაბიჯი2
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
15 ნოემბერი, 2026


ნეტავ სად...

ნეტავ სად მიდიან
ის შეხვედრები, რომლებიც არ შედგა...
ნეტავ სად რჩება ის სიყვარული,
რომელიც დაუძლურებამდე,
დაცარიელებამდე მოვითმინეთ...

ნეტავ რას გვიპირებს ის შენდობა,
რომელიც არ ვაღირსეთ...
ნეტავ, თუ გვეკუთვნის დაგვიანებული ბოდიშის პატიება?
ნეტავ, თუ გაიგონეს სიჩუმით ნაყვირები —
მიყვარხარ...

ნეტავ სად წავიდა ის ოცნებები,
რომლებზეც აღარც ვოცნებობთ...
ნეტავ სად მიდის ის ტკივილები,
რომლებსაც ვერ მოვერიეთ...

ცრემლები, რომლებიც ვერ გამოვიტირეთ,
დახმარება, რომელიც არ გავუწიეთ,
პირობა, რომელიც ვერ შევასრულეთ,
გული, რომელიც დავამძიმეთ,
თვალებში სხივი, რომელიც აღარც კიაფობს...

ერთმანეთის სული,
რომელსაც სათანადოდ ვერ მივეშველეთ...

ნეტავ სად მიდის ეს ყველაფერი?
როგორი იქნება დილა,
რომელიც არ გათენდება?..

ალბათ, ეს ყველაფერი ზეცაში იყრის თავს
და ღმერთი უვლის მათ...

იქ მიდიან ის შეხვედრები,
რომლებიც არასდროს შედგა...
იქ რჩება ის სიყვარული,
რომელიც დაუძლურებამდე,
დაცარიელებამდე მოვითმინეთ...

იქ მიდის უთქმელი შენდობა,
დაგვიანებული ბოდიში,
სიჩუმით ნაყვირები —
მიყვარხარ...

იქ მიდის აუხდენელი ოცნებები,
ვერ მორეული ტკივილები,
გამოუტირებელი ცრემლები,
შეუსრულებელი პირობები
და გულები, რომლებსაც სიმძიმე ვერ მოვუხსენით...

იქ, ალბათ, ერთმანეთის სულებიც მიდიან,
რომლებსაც ამქვეყნად სათანადოდ ვერ მივეშველეთ...

და ნეტავ, როგორი იქნება ის დილა,
რომელიც აქ აღარ გათენდება?..

ალბათ, ეს ყველაფერი ზეცაში იყრის თავს
და ღმერთი უვლის მათ...

იქ, სადაც არაფერი იკარგება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები