ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით ფილო
ჟანრი: პროზა
15 ნოემბერი, 2026


მიწათმოქმედი თავი 9

გალაქტიკური კონსპირაცია

სრული წიგნი იხილეთ ბმულზე https://pilolit.wordpress.com/2026/01/30/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98-2/

მესამე დღე დასკვნითი იყო. მცირე ინტერვიუ ჩაწერა ჩემთან, როგორ მომწონს აქაურობა, ყველა გეგმა შევასრულე თუ არა, შენიშვნები იყო თუ არა ჩემი მხრიდან რამე სახელმწიფო პროგრამაზე და იყო თუ არა საკმარისი ფინანსები. შემდეგ მომცა რამდენიმე შენიშვნა საბუთებთან დაკავშირებით, საბოლოოდ გამოიტანა პლანშეტზე აქტი და ხელი მომაწერინა.
- მოხარული ვარ რომ გაგიცანი ზუბუ. როგორც იმ დღეს გითხარი ჩემი ფავორიტი ხარ. ვისურვებდი შენნაირი კადრების სიმრავლეს ამ პროგრამაში. მე პირადად როგორც ადგილზე შემსწავლელმა რევიზორმა უმაღლესი ქულა დაგიწერე გაწეულ საქმიანობაში. ამის მერეც მინდა წარმატება გისურვო.
- მოხარული ვარ ასეთი შეფასებისთვის. თუმცა რამდენიმე შეკითხვა მაინც მაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. თუ შეიძლება რა თქმა უნდა, ოღონდ პროტოკოლის გარეთ.
- მკითხე რაც გინდა, თუ კი ვიცი და თქმის უფლება მაქვს  არ დაგზარდები.
- არ ვიტყვი რომ სულიერად და მორალურად უარესად ვარ მას შემდეგ რაც დედაპლანეტას გამოვერიდე. პირიქით, ასე თავდაჯერებული მაშინაც არ ვიყავი გამოგონებისთვის რომ მაჯილდოვებდნენ ფედერაციის კოსმოსური ფლოტის ვერფზე. მაგრამ მაინც ერთი გრძნობა არ მასვენებს. დღემდე მგონია რომ გარკვეული მანიპულაციის მსხვერპლი ვარ. არ დაგიმალავ, ჩემით არანაირად არ გადავწყვეტდი ამ სიშორეზე წამოსვლას და მით უმეტეს დიამეტრალურად განსხვავებული საქმიანობით დაკავებას. ვერც ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ როდესმე მცენარეების გამოზრდას დავიწყებდი, ხოლო ვაჭრობა საერთოდ ჩემი საქმე არც არასოდეს ყოფილა. რომ არა გარკვეული გარემოებები მე არასოდეს არ ავირჩევდი ამ გზას. ხო და ჩემი შეკთხვის არსი ისაა რომ... - აი არც კი ვიცი როგორ ვთქვა, დღემდე მგონია რომ სახელმწიფომ თაღლითური გზა აირჩია რომ მე და ჩემნაირები გამოვეყარეთ დედაპლანეტიდან თუ სხვა ცენტრებიდან - წარმოიდგინეთ რომ ჩემს მიერ გამომუშავებული თანხები, გაცილებით მცირეა ვიდრე ის რაოდენობა ფინანსები რაც სახელმწიფომ დახარჯა ჩემს აქ ყოფნაში. კი სამომავლოდ ვაპირებ ამ საქმის გაფართოებას და ალბათ 3 ციკლის ბოლოსთვის იმ დახარჯულ ფინანსებს ერთი ათად ამოვიღებ მაგრამ... რა მოგება აქვს ამით სახელმწიფოს? წარმოდგენისთვის როდესაც ხომალდმშენებელ ვერფზე ვმუშაობდი, მართლა საჭირო რამეებზე ზოგავდნენ, რაც შეიძლება მცირე სახსრებით უნდოდათ მეტი სარგებლის ნახვა სახელწიფო ჩინოვნიკებს. ვერ დავაბრალებ რომ კორუფციის გამო ხდებოდა. რამდენჯერმე მომიწია იქაურ ბუღალტერიაში ჩახედვა და მართლაც წესიერად იხარჯებოდა ფინანსები. აქ კი... სერიოზული ფლანგვაა იმასთან შედარებით. ხო და რა ხდება?
- ხოო, ჩემო მეგობარო ზუბუ, ეს არაა მარტივი საკითხი და არც 2 სიტყვაში ითქმება. მე კიდევ მაქვს დრო და თუ არ მოგაცდენ აგიხსნი დაახლოებით რა ხდება.
- მოდით შენობაში შევიდეთ, აქ დღეს განსაკუთრებით ცხელა, გრილ წყალზე და ხილზე დაგპატიჟებთ.
- ოოო ამაზე უარს ვერ გეტყვით - რებუ შორიდან გვისმენდა და სანამ სამზარეულოში შევედით უკვე გაწყობილი დამხვდა მაგიდა. ზზეპმა წყალი დალია, ამოიოხრასავეთ და შემომხედა.
- ვერ წარმოიდგენთ რა სასწაულია უბრალო სუფთა წყალი. რატომღაც სხვა არსებები უფრო გადაზავებულ კონსიტენციას ირჩევთ, არა და თვით უმაღლესი შემოქმედის მადლია ჩადებული თითოეულ მის ატომში - თან ჭიქას გახედა ფანჯრის ფონზე.
- გემოვნების საკითხია ან ფიზიოლოგიის. აი თქვენ მხოლოდ წყალს სვავთ, ჩვენ ალკოჰოლსაც მივირთმევთ რომ ცოტა სტრესი მოვიხსნათ
- ჩემი თანამემამულეები ბლომად არიან რომლებიც თქვენნაირად სარგებლობენ ალკოჰოლითაც და სხვა სახის გადაზავებული პროდუქტით, არ იფიქროთ რომ ყველა ჩემნაირია, უბრალოდ მე მომწონს ასე. რაც შეეხება თქვენს შეკთხვას. ყველაფრის თქმის უფლება რა თქმა უნდა არ მაქვს. ამიტომაც რისი თქმის უფლებაც მაქვს მოდით აგიხსნი საქმის არსს. უპირველესად გეტყვი რომ არ სცდები, როდესაც ფიქრობ რომ მანიპულაციის მსხვერპლი ხარ. ეს პროგრამა საკმაოდ დიდი ხნის უკან არის დაწერილი, ჯერ კიდევ პირველი რესპუბლიკის დროს დაუწერიათ თქვენს პლანეტაზე  - ოოჰო, ბოლო რესპუბლიკა დაიშალა თუ სწორად მახსოვს ისტორიიდან 4000 ციკლის უკან.
- და ეს ყველაფერი იმ დროინდელი პოლიტიკაა? სახელმწიფოს რა მოგება აქვს კი მაგრამ ამისგან?
- ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ  მეგობარო. ახლა მოგიყვებით თქვენი სექტორის ისტორიას ისეთი კუთხით, რომელსაც თქვენთან ისტორიის გაკვეთილებზე არავის ასწავლიან. მონდომების საკითხია. თუ მოინდომებს ნებისმიერი არსება, უბრალო ინფორმაციებს წაიკთხავს და გაანალიზებს აღწერილ და მომხდარ ამბებს, თავადაც მივა ამ დასკვნამდე. მე რასაც გიყვები, ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების დროს მასწავლეს - თან ერთ-ერთი კიდურის თითით სამხარიღლივეზე მიმითთა - ისტორიაში თქვენს თაობასაც ასწეავლიდნენ რომ პირველად იმ სექტორში 20 000 ციკლის უკან დაიწყო კოსმოსური ისტორია. როდესაც პირველმა გონიერმა არსებებმა ვარპი და ზესივრცეში გასვლა გამოიგონეს. რის შედეგადაც უდიდესი მანძილების მოკლე დროში დაფარვა გახდა შესაძლებელი. ალბათ გახსოვს კიდეც პირველი ომები გალაქტიკაში გასაბატონებლად და იმპერიის შექმნაც, რომელიც საკმაოდ მკაცრი და მტარვალი კანონებით გამოირჩეოდა.
- კი ეგ ყველაფერი ნასწავლი მაქვს.
- ხო და წარმოიდგინეთ რომ ამ პერიოდში დადებითიც ხდებოდა და უარყოფითიც ერთბაშად. უარყოფითზე უკვე ვისაუბრეთ, ესენია ომები, იმპერია, ჩაგვრა, მონობა და ასე შემდეგ. აი დადებითი კიდევ ის იყო რომ უამრავმა რასამ ერთიმეორე გაიცნო, ცივილიზაცია მოედო სამყაროს მაგ ნაწილს და გაიზარდა. რასაც გარკვეულ პერიოდში მოჰყვა ცნობიერების ახალ საფეხურზე გადასვლაც, შეიცვალა მორალიც, თუ რომელიმე რასა ადრე მიუღებელი იყო, იმ მომენტში მიღებულიც გახდა და ასე შეიქმნა პირველი კოსმოსური გაერთიანება 15 თა კავშირი. სადაც 15 სხვადასხვა რასა იყო გაერთიანებული.
- ეს ვიცი ზზეპ, ისტორიაში ვისწავლე.
- მესმის, მაგრამ რა მოხდა ამ გაერთიანების დროს თუ გახსოვს?
- კი, სულ რაღაც 200 ციკლი იარსება და შემდეგ სამოქალაქო ომის გამო დაიშალა.
- აი სწორედ ეგ სამოქალაქო ომი რამ გამოიწვია თუ გაქვს გაანალიზებული?
- სკოლაში... - როგორ გინდა აღიარო რომ ისტორიაში დაბალი ნიშნები გქონდა? - არა არ გამიანალიზებია - დანაშავედ დავხარე თავი.
- ახლა მოდით მეორე ამბავს გეტყვით, ბუნების ნაწილი აქ თქვენ თავად შექმენით და კი იცით რომ სამყაროში სიცოცხლე 2 ნაწილიანია. ერთი არის ჩვენი, ანუ ჩემი, თქვენი და ყველა ცნობიერი რასის მხარე, მეორე კიდევ ველური ბუნება. - რა შუაშია ეს ყველაფერი იმ სამოქალაქო ომთან ვერ ვხვდები - წარმოიდგინეთ რომ ბუნება რომელიც თავისით ვითარდება, მაინც ემორჩილება გარკვეულ კანონებს. რელიგიური მსახურები ამას უფალს მიაწერენ, მეცნიერები ფიზიკის კანონებს. ასეა თუ ისე ფაქტია რომ სადაც სიცოცხლეა იქ არის შემდეგნაირი კანონები, იმისთვის რომ ერთმა არსებამ იარსებოს, უნდა მოკლას მეორე არსება. იშვიათ შემთხვევაში იქმნება სიმბიოზებიც, თუმცა კანონი მაინც ერთი აქვს მცენარესაც და ცხოველსაც, იქმნება კვებითი ჯაჭვი, რომელშიც ყველას თავისი როლი აქვს.. აქ ტოლერანტობა გამორიცხულია. ბალახის მჭამელი ვერასოდეს შეჭამს ხორცს და ვერც ხორცის მჭამელი იცოცხლებს ბალახეულთ დიდი ხანი. ხომ მეთანხმებით?
- დიახ ასეა.
- ხო და წარმოიდგინე რომ ეს ჯაჭვი სრულიად თავისუფლად არსებობს ჩაკეტილ სივრცეში, იგივე მცენარეები თავისი წინაპრების საფლავებზე მშვენივრად ხარობენ, პირიქით ახალ მიწაზე უფრო უჭირს ბევრ მცენარეს გაზრდა, თუ ფესვები ნეშოდ ქცეულ წინაპრებში ექნება გადგმული უკეთ ხარობს, როგორც მებაღეს აუცილებლად გეცოდინება ეს ფაქტორი. სიცოცხლის ეს ნაწილი არსებულ გარემოსთან ადაპტირებას იწყებს და ისე ცდილობს გადარჩეს. თუ რამე ფაქტორი შეიცვლება, რაც ბალანსს დაარღვევს, გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ აღდგება ეს ბალანსი და ჯაჭვი არ შეწყვეტს არსებობას. სიცოცხლის ამ ნაწილს არ აღელვებს რომ ის ერთ პლანეტაზეა. მთავარია სტაბილური გარემო იყოს და ის განაგრძობს სიცოცხლეს თუნდაც ათასწლეულების ან მილიონობით წლის განმავლობაში.
- ხო პლანეტოლოგიაში ნიმუშიც არის მესამე რგოლის პლანეტა ედემზე, რომელიც სამოთხედ ითვლება სამყაროში. იმის გამო რომ ყველაზე სტაბილურ გარემოშია და ბოლო მილიონი წელიწადი პლანეტაზე არანაირი მასშტაბური გეოლოგიური და კლიმატური ცვლილებები არ მომხდარა.
- დიახ დიახ ჩემო მეგობარო, კარგი ნიმუში მოგაგონდათ. ასეა ეგ. მაგრამ წარმოიდგინეთ რომ სიცოცხლის მეორე მხარეს, ანუ ჩვენ, ცნობიერ არსებებს, იგივე არ შეგვიძლია. ჯერ ერთი ჩვენთვის მიუღებელია ჩვენივე წინაპრების საფლავებზე ცხოვრება, მერე კიდევ ერთმეორის ხორცსაც არ ვჭამთ, განსაკუთრებული საჭიროების გარდა. ასევე ჩვენთვის მიუღებელია ჩაკეტილ გარემოში ყოფნაც. რომ განვვითარდეთ, აუცილებელია რომ გავფართოვდეთ და ფესვებს მოვწყდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შევწყვეტთ განვითარებას და საზოგადოება შიგნიდან დაიწყებს რღვევას. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ინდივიდები ვართ, გვაქვს ჩვენი არჩევანი, ჩვენი აზროვნება. იცით რომ ყველა ერთად მაინც ერთიან გონს წარმოვადგენთ სამყაროში, საბოლოოდ მაინც გვიხარია და გვწყინს ერთი და იგივე რამე. მიუხედავად ჩვენი ფიზიოლოგიისა, გონების არსი ორივეს და ყველა დანარჩენ გონიერ არსებას სამყაროში ერთი გვაქვს. ისევ რელიგიურ მიმდევრებს თუ დავესესხებით, ისინი ამას ეძახიან სულს. მნიშვნელობა არა აქვს ეს ბიო კოსტუმი რა სახისაა, სული ერთი არსის დგას შიგნით. მესმის ახლა დაიბენი კიდეც რა შუაშია ეს ყველაფერი იმ სამოქალაქო ომთან. ან ამ პროგრამასთან. მესმის რომ გალაქტიკური მასშტაბით შორი გზით მივდივარ რომ თემის არსი დაგანახო. მაგრამ რისი თქმაც მინდა ასე მარტივად სამწუხაროდ ვერ გეტყვი, შესაძლოა კარგად ვერ გაიგო და მაგიტომ, ამიტომაც იმედია თავს არ მოგაბეზრებ
- არა რას ამბობ, საკმაოდ საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ. არანაირად არ იფიქრო რომ თავს მაბეზრებ.
- კარგი, მაშინ მოდი ასეთნაირად გეტყვი, სახლი რომელშიც ცნობიერი იბადება რა ზომისაც არ უნდა იყოს, სანამ პატარაა მისთვის საკმაოდ დიდია, მეც ასე ვიყავი და დარწმუნებული ვარ შენც იგივეს იგრძნობდი - მართალია, მე მართლაც დიდი მეგონა ის სახლი სადაც მე და ჩემი მშობლები ვცხოვრობდით. წლების შემდეგ რომ ვნახე, გაკვირვებული დავრჩი იმ სახლის მცირე ზომებით - მაგრამ როდესაც ასაკში შევდივართ, სახლი ხდება მომცრო, რაც არ უნდა დიდი ფართობი ქონოდათ თქვენს მშობლებს, მაინც პატარად მოგეჩვნებოდა უკვე თუნდაც სიჭაბუკეში. აი წარმოიდგინე ახლა რომ რაღაც ძალა ადგეს და იმ სახლიდან გამოსვლა აგიკრძალოს სამუდამოდ. არა და შენ საკუთარი თვალით ხედავ ფანჯრიდან თუ რა დიდია სამყარო შენი სახლის მიღმა. რა მოგივა ასეთ დროს?
- დეპრესია, ნიჰილიზმი, უინტერესობა გარემოთი - ეს ყველაფერი ოღონდ სხვა მიზეზით გავლილი მქონდა ისედაც
- დიახ დიახ. ეგრევე შეწყვეტ განვითარებას და დაიწყებ ფიქრს სუიციდზე. ხო და წარმოიდგინე რომ საერთო გონიც ანალოგიურად ფუნქციონირებს. თუ კი განვითარებას და წინსვლას შეწყვეტს, ის ვარდება დეპრესიაში და იწყებს თვითმკვლელობას. ან არის მეორე უკიდურესობა. მყარი კომფორტის მოწყობა. როდესაც ყველაფერი გაქვს, გაკმაყოფილებს რაც გაქვს და ახალი აღარაფერი გაინტერესებს. ამ დროსაც ადამიანი წყვეტს განვითარებას. მას არავინ კეტავს სახლში, მაგრამ მიუხედავად ამისა ის მაინც ჩაკეტილია და გარეთ გასვლის არანაირი სურვილი არა აქვს. ამის გამო ის მორალურად თვითმკვლელი ხდება. აი სწორედ ესეთი ამბები მოხდა მაშინ იმ 15 თა ერთობის შიგნით.
- კი მაგრამ ვარპი ჰქონდათ ათვისებული და ეს რატომ დაემართათ? - ეს თემა მართლა არ მისწავლია.
- იმიტომ რომ ერთის მხრივ რელიგიური ორგანიზაციები მომრავლდნენ, რომლებმაც გარკვეული მორალური ქმედებები და ცხოვრების წესი აკრძალეს, ოფიციალურად ეს ყველაფერი ნებაყოფლობითი იყო, მაგრამ სერიოზულად ზემოქმედებდა საერთო გონზე. თუმცა რელიგია იქეთ იყოს, აი ის ნახსენები მყარი კომფორტი მოიწყვეს ერთობის ბევრ სამყაროში. რის გამოც თავად ერთობის შიგნითაც კი შეზღუდეს პარტნიორებთან სრულფასოვანი ურთიერთობა. ამის გარდა ამ ერთობის გარეთ სხვა ცივილიზაციები გაჩნდა, რომლებიც კონფლიქტში შევიდნენ ერთობასთან, რის გამოც ყველა მათგანი საკუთარ საზღვრებში ჩაიკეტა. თითქმის 100 ციკლი მიმდინარეობდა ეს მომენტი. საზოგადოება იმ დონეზე დეგრადირდა ამ პერიოდში რომ ძმათა მკვლელობა, გარყვნილება და სიბილწე ნორმად იქცა. შობადობა მკვეთრად შემცრიდა და შიგნიდან დაიწყო ნგრევა საერთო გონმა. აი მაშინ დაიწყო ზუსტად ამ თემის გაანალიზება ერთ-ერთმა სამეცნიერო დაჯგუფებამ. მათ შექმნეს სექტორის მცველთა საიდუმლო ორგანიზაცია, რომელთაც შემდეგში გალაქტიკის მცველები დაერქვათ. კი გექნება მათზე გაგონილი. იქ არაორდინალური აზროვნების ხალხი შეკრიბეს, რომლებმაც დაიწყეს მიზეზების გარკვევა. აი სწორედ მაშინ დაგინდა რომ, სინამდვილეში საერთო ცნობიერებაა როცა ანალოგიური გაერთიანება იქმნება. გადმოცემებით მათი მითითებებით იყო სწორედ, რომ რამდენიმე ვარსკვლავურმა სისტემამ ერთობიდან გამოსვლა მოინდომა. ამას სეპარატიზმი დაარქვეს. დაიწყო შიდა ომი. რომლის საბოლოო შედეგიც ამ ერთობის სრული მოშლა იყო. შემდეგ დაიწყო ბნელი პერიოდი, როდესაც ერთობიდან გასულები, ერთმანეთსაც ეომებოდნენ და გარე სამყაროებსაც. სანამ...
- არ შეიკრა პირველი რესპუბლიკა. მთელი 1000 ციკლიანი ბნელი და ომიანი პერიოდის შემდეგ.
- დიახ ბატონო ზუბუ, ესეც იმ მცველების დამსახურება იყო. ხომ გახსოვს ისტორიიდან რომ ამ დროს დაიწყო ხელაღებით განვითარება ჩვენმა ცივილზიაციამ, გავფართოვდით უსაშველოდ. მაგრამ ზოგიერთი მეთოდები ისევ არ უვარგოდათ. მაგალითად დაპყრობითი ომები ცივილიზებული პლანეტის შემთხვევაში. მაგრამ გარკვეული პერიოდის მერე ისევ მოხდა განვითარების შეჩერება. შემდეგ პირველი რესპუბლიკაც დაინგრა როგორც ის ერთობა. თუ გადაავლებ ისტორიას თვალს, ეს პროცესი არა ერთხელ მოხდა.
- არ მითხრა რომ ეგ რესპუბლიკის კრახიც ამ მცველების ბრალი იყო.
- კი და არა ერთბაშად. იმ რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ იმდენი მოახერხა რომ ამ მცველებს ძალაუფლება წაართვა. მხოლოდ რჩევის მიცემა შეეძლოთ. როდესაც გააფრთხილეს რომ კარგად არ მიდიოდა საქმე და ცვლილებები იყო საჭირო, ხელმძღვანელობამ არ მოუსმინა, უბრალოდ არ დაიჯერეს რომ მათ სიკეთე უნდოდათ. შედეგად შიგნიდან ჩაიქცა საზოგადოება ისევ. ასე გრძელდებოდა ათასწლეულების განმავლობაში.
- კი მაგრამ რა ურჩიეს მცველებმა? ეგ თუ არის ცნობილი?
- კი რა თქმა უნდა. მცველებმა იმდენი მოახერხეს რომ თავისი გავლენების ნარჩენებით შეადგინეს ზე მაღალი ინტელექტის მქონე არსებების კრებული, დაიყენეს სამსახურში ყველაზე მძლავრი გამოთვლითი ტექნიკა ხელოვნური ინტელექტით,  რომელსაც ათვლევინებდნენ მიმდინარე პროცესებს. მათ მოახერხეს თავისი მეთოდების ისეთნაირად დახვეწა, რომ კოლაფსის თავიდან არიდება გამხდარიყო შესაძლებელი. ერთ-ერთი ვარიანტი ამის ჰუმანური განხრით გაკეთების ისაა რაც ახლა ხდება. მაგრამ ეს მეთოდი არ იქნა მიღებული წინამორბედების მიერ. ამიტომაც მოხდა იმდენი პოლიტიკური ძვრები რასაც მერე გალაქტიკური ფედერაციის შექმნაც მოყვა. აი ამ სტრუქტურამ კი მოახერხა და ეს მეთოდი დანერგა. თუმცა ამ მეთოდთან ერთად საკმაოდ ჰუმანური მიდგომა აირჩია ახლად აღმოჩენილ ცივილიზაციებთან. რისი შედეგიც იყო სწორედ ის რომ დროთა განამვლობაში ახალი ცივილზაციები ან ფედერაციის წევრები ამ სავაჭრო და მეგობრულ ურთიერთობაში შემოვიდნენ. ჩემი ცივილიზაციაც სწორედ ამ მიდგომების შედეგად აღმოჩნდა თქვენი წევრი. თუ დააკვირდი, ფედერაცია ყველაზე დიდი ხანია რაც არსებობს, თან გარკვეულ პერიოდში ერთხელ ფართოვდება და განვითარებას არ წყვეტს.
- ხო ეს სტრუქტურა პირველი სახით 1000 ციკლის უკან შეიქმნა და მართლაც მის მერე მარტო ძლიერდება.
- ეს ყველაფერი კი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ იმ მცველების ნაშრომებს იყენებენ. წინასწარ არის გაწერილი სიმპტომები რომელსაც აკვირდებიან მცველები. თაობიდან თაობაზე გადადის ეს ინფორმაცია. როგორც კი დაატყობენ რომ დაიწყო, ეგრევე განგაშს ტეხენ და ატყობინებენ დამამტკიცებელი საბუთებით ხელისუფალს, მათ უკვე თავისი ანალიტიკური ჯგუფები ყავთ რომლებიც აფასებენ სიტუაციას და უკვე მრავალი ათასი ციკლის განმავლობაში დაწერილი დოქტრინის მიხედვით იწყებენ მოქმედებას.
- და ეს რა სიმპტომებია?
- უკვე რაც ახსენე, გახშირებული ნიჰილიზმი, დეპრესიულობა, დაძაბულობა საზოგადოებაში. სერიოზულად აკვირდებიან სოციალურ ქსელებს, თუ იქ პერსონებს შორის აგრესიულობა მატულობს ესეც ერთ-ერთი სიმპტომია. სიმპტომია ასევე კრიმინალიც. არის მომენტი როცა ეკონომიკური კრიზისის გამოა გამოწვეული კრიმინალური ტალღები. მაგრამ თუ კი ეკონომიკა სტაბილურია და კრიმინალი ხშირდება, რომლის გამოც ეკონომიკა ზარალდება, უკვე სიმპტომია იმის რომ დეპრესია იწყება. თუ მიუშვებენ, შიდა ან გარე ომი დაიწყება. მხოლოდ ორთქლის გამოშვება საკმარისი არაა არასოდეს. სიღრმისეული ქმედება უნდა მუდამ. იგივე მსჯავრდებულების თემა აიღე. რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეთ, არჩევანს აძლევენ და თანხმობის შემთხვევაში, მათ ასახლებენ სხვა პლანეტებზე და უხდიან ჯამაგირს. თან მიუხედავად იმისა რომ იმ პლანეტებზე შედარებით დაბალი ფასებია ვიდრე ცენტრებში, მაინც კარგ ანაზღაურებაზე ამუშავებენ. პარალელურად მიმდინარეობს მათი დარწმუნებაც რომ გადასახლების ადგილზე დარჩნენ სასჯელის მოხდის შემდეგ. ცენტრის ციხეებში პატიმრის შენახვას სახელმწიფოს ურჩევნია ფული მისცეს და აუთვისებელი მიწა აათვისებინოს. ასევეა პატიმარიც 4 კედელში ტყუილად ჯდომას ყველანაირად ურჩევნია წამოსვლა.
- თუა ცნობილი რამდენი არსებაა თემაში ჩართული ამ მომენტისთვის?
- ეს უკვე სახელმწიფო საიდუმლოებაა და მეც კი არ მაქვს წვდომა ასეთ ინფორმაციასთან.
- ანუ გამოდის რომ ერთბაშად 2 კურდღლის მოკვლა უნდა სახელმწიფოს, თან ახალი მიწები აითვისოს თან მავნე ელემენტები და დეპრესიული ხალხიც მოიშოროს თავიდან?
- კი და არა ერთბაშად ჩემო მეგობარო. ერთგვარი ზრუნვაცაა ეს ხალხზე. აიღეთ თქვენი თავი, შეადარეთ გამომგზავრებამდელ თქვენს თავს. რომელ მდგომაროებას არჩევდით?
- რა თქმა უნდა ამას. აღვნიშნე კიდეც ყველანაირად კომფორტულად ვგრძნობ თავს, მიუხედავად იმისა რომ სერიოზული ჯაფის გაწევა დამჭირდა და ყოველი დღე ჩემთვის რაღაცისთვის ბრძოლაა. მაგრამ ხომ შეიძლება ვინმე მოხვდეს აქ ისეთი, რომ პირიქით ცუდად იგრძნოს თავი და დაიღუპოს?
- ყველაფერი შეიძლება. სისტემა კიდევ დახვეწის ეტაპზეა. აიღეთ თქვენი ფსიქოლოგი. - ჩაიხითხითა თავისებურად და წყალი მოსვა ჭიქიდან - წაკთხული მაქვს თქვენი ისტორია თავიდან ბოლომდე. ვიცი როგორ მოხვდით აქ. ხო და ის  ფსიქოლოგი-თქო, ამ სისტემის ნაწილია. შემთხვევითი ადამიანი არ ხვდება ასეთ პოზიციებზე. ერთ-ერთი მაღალრეიტინგული ანალიტიკოსია, მან თქვენი ფსიქოლოგია გადაამუშავა და ისე გამოიტანა დასკვნა თუ რა მოგიხდებოდათ. თქვენთვის მთავარი იყო იმ პლანეტიდან გამოსვლა და საერთოდ სხვა საქმით დაკავება.
- ხო მაგრამ... ან ეს მიწა რომ ვიყიდე რამდენად არის აქ ჩართული ხელისუფალი? ფაქტია რომ როცა ვიყიდე ყველა დამცინოდა პრაქტიკულად. იმიტომ რომ ყველაზე ცუდი მიწა ვიყიდე გალაქტიკაში, თუ კი პლანეტოლოგს დავუჯერებთ.
- სახელმწიფომ და ფსიქოლოგმა მხოლოდ ბიძგი მოგცეს რომ წასვლაზე გეფიქრათ, დანარჩენი თქვენი არჩევანი იყო სრულიად. ისე კიდევ მიწა არც ისე ცუდია. ყველაზე მთავარი ისაა რომ მის ქვეშ წყალია არც ისე ღრმად - და მან წყლის ჭიქა ჩემს ლუდის კათხას მიუწკარუნა. - თანაც აუცილებლად უნდა აღვნიშნო რომ დეპრესია გადამდებია. რაც მეტი პიროვნება იქნება საზოგადოებაში დეპრესიით შეპყრობილი მით მეტს დაემართება. გინდა არ გინდა ირგვლივ მყოფებზე ზემოქმედებას ახდენ. ცალკე ეს ფაქტორი ამუხრუჭებს საერთო განვითარებას. თუ კი სწორ გზაზე დადგება მსგავსი ხალხი, ჯერ რომ თავისი დეპრესიის დამარცხებას შეძლებენ, მერე კიდევ იმ ჯანსაღ საზოგადოებასაც გაერიდებიან რომელზედაც ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენენ.
- ხო მაგრამ ამ პროგრამაში ხომ მარტო დეპრესიული ხალხი არაა ჩართული? თავისუფალია დარეგისტრირება საიტზე. ნებისმიერი მოხვდება იქ თუ უნდა. ამ შემთხვევაში როგორ ხდება?
- ეგ უფრო უკეთესია, თუ კი ადამიანი თავად არის მოტივირებული ამ საკითხის მიმართ. რა თქმა უნდა მაღალი ეფექტურობით იქნება გამორჩეული მისი საქმიანობაც.
- და როდემდე იქნება ეს პროგრამა? ანუ განსაზღვრული თუა რამდენი პიროვნებაა გასასახლებელი ცენტრებიდან?
- ეგ არავინ იცის. მით უმეტეს ქვედა რგოლისთვის მიუწვდომელი ინფორმაციაა. მაგრამ ჩემი მოსაზრებით სიმპტომატურად მიმდინარეობს. როცა სიმპტომები შესუსტდება პროგრამაც დაიხურება.
- ფინანსებზე არ მესმის, როგორ იტანს სენატი ასეთ ხარჯებს? სამხედრო თემიდან რომ ავიღოთ, სერიოზული დებატები იწყებოდა ხოლმე ზოგჯერ კონკრეტული ტიპის ხომალდის ასაწყობი თანხების გამონახვისთვის. დაახლოებით რაც გავაანალიზე ამ თემაზე, არქეანული ფლოტის ღირებულებაზე მეტიც კი იხარჯება... და უკუ ამოგება აშკარად გაცილებით დაბალია.
- სენატის გარკვეული ნაწილიც ჩართულია ამ თემაში, იციან რაც ხდება და ამაზე პროტესტს არ გამოთქვავენ, შესაბამისად კრიტიკული მედიის ყურამდე არ მიდის საკითხი და არც მიმდინარეობს დებატები არსად. სხვა მხრივ კიდევ იციან რა სახის ზარალი შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს. იმ ზარალის სიდიდესთან შედარებით დამიჯერეთ გროშებს იხდის ფედერაცია ამ პროგრამაში.
- ისე ახლა დავფიქრდი, რა გარანტია აქვს საზოგადოებას რომ ამ სიმპტომებს ვინმე არ იწვევდეს ხელოვნურად? იქნებ გარკვეული ანგარების სანაცვლოდ სურს ეს ქმედებები? თუ კი გვერდიდან დააკვირდები როგორც ის მცველები სიტუაციას, ისიც გეცოდინება ამ ერთიან გონს რა მიაწოდო რომ გამოიწვიო მასში სიხარულიც და მწუხარებაც. არის ვარიანტი რომ ეს ხელოვნურად მიმდინარეობდეს?
ზზეპმა ზუზუნა ხმის მიუხედავად სრულიად ადამიანურად გადაიხარხარა.
- ოხ ზუბუ ზუბუ, გამაცინე. არ დაგიმალავ არ მიფიქრია ამ თემაზე. თუმცა თუ დავფიქრდებით რატომაც არა? მთავარია გაარკვიო ამ პროცესით იმ ვიღაცას ან ვიღაცეეებს რა სარგებელი ექნებათ. ფაქტია რომ ფედერაცია და თავად ცივილიზაცია ამით მხოლოდ მოგებაში რჩება. კერძოდ ვინმე თუ მეტ ქონებას იშოვის ან გავლენებს, ალბათ მოსათმენია იმ შედეგის გათვალისწინებით რასაც მივიღებთ. თუმცა ეს ყველაფერი უკვე შავი კონსპირაციაა. ახლა კი უნდა დაგემშვიდობო ჩემო მეგობარო. თქვენ მართლაც სასწაული გაქვთ მოხდენილი. გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ მომავალს.
გამომშვიდობებისას სანამ გაფრინდებოდა ზეპმა მთხოვა რომ ჩემი მეთოდები წიგნად გამომეცა. სხვებისთვის სახელმძღვანელოდ გამოდგებოდა ანალოგიურ სამყაროებში.
ამ საუბრის შემდეგ სერიოზულად ჩავფიქრდი. რა უსუსურები ვართ პიროვნებები. არასოდეს  არ მომსვლია თავში მსგავსი ფიქრები. აზრადაც არ მომივიდოდა მეფიქრა რომ ასე გვმართავენ. ეს მცველები კი ვიცი ვინც არიან. ხალხში ვიცნობთ როგორც უძველეს ორდენს, რომლის სწავლებებზეც დგას დღევანდელი ფედერაცია.
ერთი კვირის შემდეგ ჩემს ფოსტაზე წერილი დამხვდა, ბოლონში მიბარებდნენ ადგილობრივ ხელისუფალთან. მეორე დღესვე მივედი. მაინც საქმეები მქონდა, მეორე ნაწილი მიწისთვის, ახალ გახსნილ მაღალ ტექნოლოგიურ საწარმოში შეკვეთა უნდა გამეხსნა გენერატორებზე და თბოგამცვლელზე. სიურპრიზი დამხვდა მთავრობის სახლში. პატივით მიმიღეს, წარმატების სიგელი მომცეს და ფინანსურადაც დამაჯილდოვეს როგორც გამორჩეული თანაპლანეტელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები