ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2026


ლემენტაცია ახალგაზრდა პოეტზე

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ლემენტაცია  ახალგაზრდა პოეტზე

უდროოდ სიკვდილს რატომ ბარდებიან!მკვდარზე  ეს რამდენი ვარდებია,
მინდვრის ყვავილები - კონა-კონა,
ამდენი - ერთად ვინღა  გაიგონა!
რა კვდომისფერი აქვს იასამანს!
სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარ -სამანს
რად ვეთამაშებით პოეტები? -
ზოგჯერ თუ ხანძრად მოვედებით,
ზოგჯერ სხვის ხანძარში ვიხრუკებით,
მივდევთ ვის გუმანით, ვის - რუკებით.
მე - კი შემოვბერდი, რა მხეცი ვარ,
მწიფეს ესვრიან და მკვახე ცვივა.
რამდენი ვილექსე და ვიყაყანე,
სიკვდილო, ნეტა კი  მე წაგეყვანე.
ბებრის  არსებობას - ფასს რა დასდებს,
რატომ დაერიე ახალგაზრდებს?!
ბნელში ინთებიან და ქრებიან,
ზეცას პოეზია დაკლებია?
კიდევ ცოტაც და ავალთ ყველა.
ოღონდ ნუ იჩქარებთ, ნელა-ნელა,
დაგვხვდებით, ვინც გული დაგვიბნელა,
ვინც თავის სიკვდილით დაგვანელა.
…
წყალი, ქალებო, გულის ქარი ამოვიღე,
დღე დღევანდელი ვათარიღე,
მიწაო, წამიღე, პირი მიღე!
მოვიკუნტე და  სულმთლად მოვიმჯიღე,
ცის კარო,  ჩემთვისაც გამოიღე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები