ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2026


ნარჩენებიდან მოსული მზე



ადამიანის კანია გარსი,
ღარი — სამყაროს ნარჩენი არხი.
ჰოდა, ნარჩენად ქცეული არსით
ნაგავსაყრელში მოექცა ხალხი!

ძველი სახელი ცას მაინც შერჩა,
ღმერთს — მხოლოდ ჩუმი კარის ჭრიალი,
საკუთარ ხორცში დავიწყეთ კბეჩვა —
ყველა ედემი ვაეჭვიანეთ!

ქალაქებს, ჩვენი თვალები დარჩათ,
და აღარავის არ დარჩა — მზერა.
ჩრდილმა გაიძრო ნაფლეთი ფარჩა,
ნარჩენებიდან მოსული მზე ვარ!

ცა საკუთარ თავს ვეღარ დაიტევს,
ცა მზიდან იწყებს ჩრდილთა გამოყრას.
მკითხველო, იმის განცდა დაიწყე,
რაც არყოფნიდან სხივად გამომყავს!

მე ამოვფეთქდი გზააბნეული,
თავი მოიკლა მიწამ სატანებრ
და ამ სამყაროს დამპალი გული —
არყოფნას შენთან გამოვატანე!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე (მიქაელი)
2026

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები