ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა ჭიღლაძე
ჟანრი: პოეზია
18 ნოემბერი, 2026


გაფრენა

მე მიყვარს ფრენა ოცნებებში და კიდევ ცაში.
როცა ღრუბლებსაც გავცდები და შენც ვეღარ ხედავ
როგორ ონავრობს ჩემს თვალებში პატარა ბავშვი,
და რა დიდური გეჩვენება ეს გამოხედვა.
მე მეშინია სიგიჟემდე ცუდი დღეების.
ყველგან ფერადი ფარდაგები როგორ გავფინო....
ყველა ხმის ნაცვლად რომ ისმოდეს ხმა სიმღერების,
ხომ შეიძლება მომინდეს და მეც გავაფრინო...

სადაც სიმუქე დავინახე, გავაფერადე.
ვიხრჩობოდი და ვიცოდი, რომ ამომიყვანდი.
სულს მიბერავდი  გაფრენიდან გამოფრენამდე
და მე მიკვირდა, ასე ძლიერ როგორ გიყვარდი?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები