ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით ფილო
ჟანრი: პოეზია
19 ნოემბერი, 2026


მიწათმოქმედი თავი 10

კრიზისი

სრული წიგნი იხილეთ ბმულზე https://pilolit.wordpress.com/2026/01/30/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98-2/

მეორე დილას ავდექი თუ არა არც კი მისაუზმია, საჩქაროდ მოვითავე ჩემი ბაღის საქმეები და გავეშურე ქალაქისკენ, რებუ უნდა ჩამაბარონ შეკეთებული. ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს.
სახელოსნოში რომ შევედი რებუ მისაღებშივე დამხვდა
- მასტერ ზუბუ, შემაკეთეს აი ნახეთ - და ხელში იქვე მდგარი პლასტიკატის ჭიქა აიღო - არა მარტო შემაკეთეს, ამთვლელებიც ახალი დამიყენეს და უკეთ ვგრძნობ ყველანაირ წონას თუ ზედაპირს თითებით. ახლად გამოშვებულიც არ ვიყავი ასე.
- ოჰოო, მიხარია შენთან ერთად რებუ - უნდა ვაღიარო, ოჯახის წევრივით მიყვარს ეს დროიდი - აქაურები სად არიან?
- მოჩვენება ზემოთაა, ვიტე არ მინახავს დღეს.
ავედი ოფისში რომ მოჩვენებასთან დამელაპარაკა, საინტერესოა რა დამიჯდება ამის ასეთნაირი გაუმჯობესებები. ეს რაც თქვა რებუმ მოლაპრაკებაში არც გვქონია.
- მიწათმოქმედს ვახლავარ - დამიკრუტუნ ჩაიხითხითა მოჩვენებამ - ნახე შენი დროიდი?
- კი ვნახე, ახალი რამეები გაგიკეთებია მისთვის. თან აბა მომიყევი რამე პრობლემა ხო არ უპოვეთ კიდევ სხვა, ან ის დეტალები თუ გამოგადგა? ან ახლები საიდან? ადრე რომ მითხარით მაგის სარგო არაფერი გვაქვსო?
- კი ვუპოვეთ სხვა პრობლემები, მთავარი პროცესორი სიძველის გამო 80% დატვირთვაზე მეტს ვერ ახერხებს. სავარაუდოდ გადატვირთული მუშაობის გამო მოუვიდა. ამ მომენტში საგანგაშო არაა, მაგრამ ძალიან რთულ ანგარიშებზე არ გამოიყენო, ერთ დღეს ადგება და სულ გადაიწვება. თან მაგისი პოზიტრონული ტვინი არაა გათვლილი ბექაპებზე. ჩათვალე ადამიანი მოგიკვდება თუ ეგ დაემართა - ამას უკვე თითქმის ჩურჩულით მეუბნებოდა, ალბათ რებუს რომ არ გაეგონა - ხელზე მექანიკური პრობლემები თითქმის არ ქონდა, ის პრობლემაც ტვინის არასწორი ფუნქციონირების ბრალი იყო. ძირითადი მოვალეობები ებლოკებოდა ტვინის დაზიანებული უბნის გამო. ისე გავაკეთე რომ ის დაზიანებული უბნები შემოვღობე ასე ვთქვათ. სარეზერვო უბნებით იმუშავებს აწი. სხვა კიდევ წვრილწვრილი პრობლემები ჰქონდა პროგრამულ უზრუნველყოფებში რაც აღმოვუფხვერი, ბოლო განახლებების დროს შემოტანილი ნაგავიც წავუშალე, მოკლედ თითქმის ისეთია როგორც ქარხნული. ვიტემ კიდე გარე პანელები ჩაუნაცვლა ახლით, ალბათ დაინახე კიდეც გაპრიალებული ზონები. კიდევ ბარძაყის და მკლავის კუნთები ჩავანაცვლეთ ახლით. კარგა გაცვეთილები იყო უკვე. როგორც მივხვდით ქარხნის მერე პირველი სერიოზული რემონტია.
ხხოოო, ეს არაა კარგი ამბავი, რებუს დაკარგვა არ გამომივა.
- არ შემიმჩნევია არ დაგიმალავ ის განახლებები. ეგ ცუდი რამე მითხარი. და რა უნდა ვქნათ რომ ავირიდოთ თავიდან ეს უბედურება? კი მართალი ხარ, ქარხნიდან რაც გამოვიყვანე ხელოსანთან პირველად მყავდა. სახლის ანალიზატორით გავდიოდით იოლად, ან თავად იკეთებდა დაზიანებულ დეტალებს. ანუ მისი დეტალები არაფერი არ დაგჭირდა?
- მაგის მწარმოებელს უნდა დავუკავშირდეთ და თუ არის საშუალება გამოვიწეროთ ახალი პოზიტრონული ტვინი. არ არსებობს ახალი თაობის რომ არ დაემზადებინათ და განახლებების პაკეტში არ ედოთ. თუ მეტყვი მოვიძევ. ხო დეტალები კიდე აგერ რაც არ დაიჭირვა - თან პაკეტში ჩალაგებული დეტალები გამომიცურა.
- და მისი ცნობიერება იქ როგორ გადავა მერე?
- აგერ გვაქვს კვანტური  გამომთვლელი, მივაერთებ ორივეს ტვინს ზედ და შუალედურ კლონს შევქმნი რომ მარტივად გავაკეთო ასლი, ტექნიკურად პრობლემა არაა ეგ.
- არ მითხრა რომ საინფორმაციო ჩიპივით გადადის მაგათი ცნობიერება და არაფერი ინდივიდუალური არა აქვთ.
- კაი არ გეტყვი - ჩაიკრუტუნ ჩაიხითხითა ისევ მოჩვენებამ
- და ეს სიამოვნება რა დამიჯდება, ვხვდები რომ მოლაპრაკებულ 2 ბოთლ არაყს და 40 პესოს გადავაჭარბეთ.
- აააიიიი როგორ გითხრა. ის გაპრიალება, ის ახალი პანელი, ის ამთვლელები ის დიაგნოსტიკა... რა ვიცი...
- პირდაპირ თქვი, ფასი უკვე დაანგარიშებული გექნება ისედაც.
- 300 პესო მინდა - მოჩვენებამ გვერზე გაიხედა და საჩვენებელი თითის ბრჭყალით მაგიდა მოკაწრა მსუბუქად. ჰმ ... არა და 40 დან 300?
- კარგი არაა პროლემა.- ჩემი ბარათი მათ წამკითხველზე დავდე და გადავურიცხე 300 პესო - ხო და აბა შენი იმედი მაქვს მაშინ, მომიძე მისი ტვინიც და კიდევ რასაც ჩათვლი საჭიროდ რომ უნდა შეეცვალოს მექანიზმებში.
- არის ბატონი - და სამხედრო სალამი მომცა, მაგარი ტიპია ისე ეს მოჩვნება, მოოვ ქვია თავს ენაზე. სიმაღლით საშუალო ტანის ადამიანის ხელაა, მოკლე ჟღალი ფერის ბეწვი აქვს, მუდამ კაპიშუნი ახურავს, რომელიც წვეტიან ყურებზე აქვს ჩამოცმული. თან სულ ასეა, რა ტექნიკაც არ უნდა მივიტანო მგონია მარტივი რამე ჭირს და ესენი კიდევ ამოუქექავენ ხოლმე სხვა უამრავ პრობლემას. თან ვერ ვიტყვი რომ მომატყუეს და რომელიმე არასწორად გამოასწორეს-თქო.
როვერში რომ ჩავჯექი რებუმ ეგრევე მკითხა რამდენი წაგვართვესო.
- არაფერიც არ წაურთმევიათ, გჭირდებოდა შეკეთება და გადავიხადე რა თანხაც საჭირო იყო.
- ეჰ დავბერდი მე. მეგონა უფრო მეტი ხანი შევძლებდი მომსახურების გარეშე ყოფნას - ესეც ახალი თემა რებუსგან, წუწუნებს...
- მორჩი რებუ, მარტო შენ არა მეც დავბერდი. აგერ უკვე 50 წლის ვარ.
- მერე 50 წელი რა სიბერეა? შენი სახეობის არსებებისთვის რეპროდუციული ასაკი 100 წლამდეა, ოჯახების დიდი ნაწილი სწორედ შენს ასაკში იქმნება. თანაც შენც აპირებ დღე-დღეზე, ასე რომ...
- კაი კაი რებუ, ახლა მართლა დავიჯერებ რომ ბებია ზის შენს თავში.
- მე უბრალოდ ფაქტის კონსტატაციას ვახდენ.
სახლში მისულს უსიამოვნო სიურპრიზი დამხვდა. ჩემი ტერიტორიის შესასვლელთან ორი შეიარაღებული დროიდი იდგა. გავაჩერე რა თქმა უნდა.
- რა ხდება აქ რატომ დგახართ?
- მასტერ ზუბუ, ქალაქის თავმა თქვენს დასაცავად ჩვენი რაზმი გამოაგზავნა - რაზმიო? ანუ ეს ორი კი არა სხვებიც არიან?
- და რამდენი ხართ კი მაგრამ?
- 30 დროიდი და 3 პოლიციელი.
- დანარჩენები სად არიან?
- სახლთან გელოდებიან.
მკვეთრად მივაჭირე აქსელერატორს და მაქსიმალური სიჩქარით წავედი ჩემი სახლისკენ. რა ხდება? მე რატომ არ გამაფრთხილეს?
- რებუ, რამე წერილი არის მოსული და არ ვიცი? ხომ გაქვს კონტაქტი ჩემს ფოსტასთან?
- არაფერი მასტერ ზუბუ. მეც არაფერი მესმის, არც ქალაქის რატუშას უწერია ოფიციალურ გვერდზე რამე.
სახლთან შეჯავშნული პოლიციის მანქანა დამხვდა. იქვე ფანჩატურის ჩრდილში 3 პოლიციელი სკამებზე ჩამომსხდარიყვნენ და მარწყვის წვენს მიირთმევდნენ.
- რა ხდება ბატონებო? -გადმოვხტი  თითქმის გაჩერებული მანქანიდან - ხომ მშვიდობაა?
- ბატონო ზებუ... კი არა და ზუბუ - გამეჭიმა ერთ-ერთი პოლიციელი - მე ოფიცერი ფრენკი ვარ. ქალაქის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა რომ თქვენი ტერიტორია სტრატეგიული ობიექტების სიაში შეიყვანოს და შესაბამისი დაცვაც გამოჰყო ამისთვის. ჩვენ პირადად თქვენი და თქვენი საკუთრების დაცვა გვავალია.
- სია? და სხვა რა არის მაგ სიაში კი მაგრამ? თან მე არაფერი მითხოვია.
- მაგ სიაში? საკვები პროდუქტების საწყობიც და ყველაფერი რაც კვებასთან არის დაკავშირებული. სასადილოები, ბარები და ასე შემდეგ. მესმის რომ არ გითხოვიათ, მაგრამ ქალაქის თავმა ასე გადწყვიტა.
- და როდემდე უნდა იყოს ეს დაცვა?
- მანამ სანამ ტრანსპორტი არ ჩამოვა ბოლონში.
ხოო, გუშინ რომ მითხრა მირომ, სხვებიც მოვლენო, არ მეგონა  იმ სხვებში პოლიცია თუ იგულისხმებოდა. არა ამ ბიჭების მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ამ დღეებში ლილუ მყავდა დაპატიჟებული სახლში. დაქორწინება გადავწყვიტეთ და ჩემი საკუთრება უნდა დამეთვალიერებინებინა მისთვის. უცხო ხალხის თანდასწრებით არც ისე მომხიბვლელად ჩანს ეს ყველაფერი. არა და ხო არ გადავუდებ სტუმრობას? თანაც მარტო არ მოდის, მშობლებიც მოყვებიან. არ გინდაა... ახლა რა გავაკეთო?
- ბატონო ოფიცრებო, რაღაი ასეა მაშინ საუზმეზე დამეწვიეთ. თუ უკვე სადილის დროა - მეც არეული მაქვს უკვე დღის განრიგი.
- არა ზუბუ ბატონო, მაგაზე არ შეგაწუხებთ, ჩვენც აქ თქვენ გელოდებოდით რომ მოგვეხსენებინა სიტუაცია. როგორც კი სათქმელს გეტყვით მივდივართ, მარტო მცველი დროიდები რჩებიან და მათი დასამუხტი მობილური პანელი. იმედია უარს არ მეტყვით და თქვენს ენერგო სისტემაზე მიერთების უფლებასაც მოგვცემთ.
- ნუთუ ასე სერიოზულადაა საქმე? - მაინც არ მჯერა რაღაცნაირად რომ ცუდად მიდის სიტუაცია, ნუთუ მიგვატოვებენ? - იქნებ ტრანსპორტი მალევე მოვიდეს და დასრულდება ეს ყველაფერი
- სამწუხაროდ სერიოზულადაა, რამდენიმე ციკლის უკან იყო ანალოგიური სიტუაცია და ტრანსპორტის დაგვიანების გამო, კარიერის მუშებმა ადგილობრივი საწყობების ძარცვას მიჰყვეს ხელი. ეს დროიდები მას შემდეგ გამოვიწერეთ. ახლაც უკვე ინფორმატორებისგან გვესმის ამბები რომ აპირებენ იგივე რეციდივების ჩადენას. თანაც ერთი იყო საწყობის გაძარცვა და მეორეა თქვენი კერძო საკუთრების დაზიანება. თუ აქ შემოიჭრებიან ქვას ქვაზე არ დატოვებენ. ნუ დაგავიწყდებათ რომ მათი უმრავლესობა მსჯავრდებულია საკმაოდ მძიმე ბრალდებებით, რომელთა შორის არის მკვლელობა, ქურდობა და ასე შემდეგ. ასე რომ სჯობს თავი დავიზღვიოთ. საწყობში საკვები სრულიად საკმარისია რომ თვეზე მეტი ჩვეულებრივი რეჟიმით იკვებოს ქალაქმა, ამას დამატებული თქვენი მოსავალიც და 4 თვე არაფერი გვიჭირს, მაგრამ დამნაშავეების ნდობა არ შეიძლება სამწუხაროდ.
არ მინდა დავიჯერო რომ ეს მხიარული და მეგობრული არსებები ასეთი მხეცები არიან სინამდვილეში. ბევრ მათგანს პირადად ვიცნობ, თან ახლოს. აქაც მყოლია დაპატიჟებული ზოგიერთი და ერთადაც მოგვილხენია. ახლა კი სხვა რა გზა მაქვს? უნდა ავიტანო ამათი აქ ყოფნა და თუ შეტევაზე წამოვლენ თავადაც იარაღით ხელში შევხვდე გუშინდელ მეგობრებს? სანამ ამ ფიქრებში ვიყავი პოლიციელებმა მობილური დასატენი პანელი დააერთეს ენერგოქსელში. მმართველ დროიდს მითითებები მისცეს და დამემშვიდობნენ. თავად დროიდები კი ველის გენერატორების გასწვრივ იჯდნენ. მმართველ დროიდს ყველა მათგანის თვალებთან ჰქონდა კონტაქტი. ერთბაშად მთელი პერიმეტრი კონტროლდებოდა ამ მეთოდით, თან დაკვირვების კამერის მოვალეობაც ჰქონდათ და თან იარაღითაც იდგნენ დარღვევის აღსაკვეთად.
რებუს აშკარად არ მოსწონდა მმართველი დროიდი. როგორც შეიძლება გამოხატოს დროიდმა ზიზღის გრძნობა ისე გამოხატავდა რამდენი მის გვერდით გაივლიდა. ახლა ამათი კონფლიქტიღა მაკლდა...
მართველს ავუხსენი რომ მალე ჩემთან სტუმრები უნდა მოსულიყვნენ და ვთხოვე მის დროიდებს შემოეშვათ. მოთხოვნილი მონაცემები გადავეცი და ჩემს საქმეებს შევუდექი. ხვალ დიდი დღე მაქვს. ლილუ მოდის ოჯახთან ერთად.
მეორე დღე მართლაც დიდი და მძიმე იყო. მაგრამ არა ლილუს გამო. დილიდან მოვიდა ქალაქის თავი და მუნიციპალიტეტის რამდენიმე თანამშრომელი. ასევე მათ მოჰყვნენ სასადილოს და ბარების მეპატრონეებიც. ჩემს საწყობში არსებული პროდუქტების აღწერა უნდოდათ და მერე შესყიდვა. ეტყობა ჩათვალეს რომ მიუხედავად ამდენი საბრძოლო დროიდისა მაინც ცუდად იყო დაცული პროდუქტი.
- რა ხდება ხალხო? მე დღეს სტუმრებს კი ველოდები მაგრამ, ეს სხვა სტუმრები უნდა ყოფილიყვნენ - აღშფოთებას ვერ ვმალავ.
- რა ვქნა ზუბუ, არ მომეშვნენ, წუხელი უნდოდათ მოსვლა და ძლივს გავაჩერე - მომიბოდიშა ქალაქის თავმა.
- მომისმინე ზუბუ - ეშვებში გამოცრა ბარი „ლუდის ქაფის“ მეპატრონე კინოცეფალმა - არ გაგიგია ალბათ რომ 1 თვის უკან მეზობელ დაბაში 300-მდე მსჯავრდებული დაამატეს, ძირითადად მოძალადეები არიან. იქ არაფერი არაა გარდა კოლონიის სასადილოსი. სადაც არა მგონია დიდი მარაგი ქონდეთ საკვების. ხო და როგორ ფიქრობ რას გააკეთებენ როცა მოშივდებათ? მოადგებიან ჩვენს ბრწყინვალე ქალაქს და გაძარცვავენ.
- არ მესმის თქვენი შფოთის მიზეზი. ჯერ ერთი გული მიგრძნობს ტრანსპორტი მალე მოვა - ვერავინ წარმოიდგენს როგორ მინდა რომ ჩქარა წავიდნენ აქედან - თანაც ძარცვა თუ დაიწყეს რა მნიშვნელობა აქვს სად გაძარცვავენ? აქ თუ თქვენთან? აქ რომ მოვლენ და არაფერი დახვდებათ მერე რას იზავენ რა გგონიათ? არ წამოვლენ თქვენთან?
- კი წამოვლენ, მაგრამ შენ თუ ამ პროდუქტებს უკვე გაყიდი, მთელ აქ დაყენებულ დაცვას გადმოვანაწილებთ ჩვენს საწყობებთან. უკეთაც დავიცავთ და კრიზისის დროს შორს სიარულიც არ დამჭირდება. ბოლო-ბოლო გადაადგილების შიში მაინც არ მექნება. ერთია საწყობს რომ კარგად იცავ და მეორეა კიდევ ქუჩაში დამხვდეს ვინმე და იქ დამაყაჩაღოს.
- კარგი რა, რა უნდა მოხდეს? რატომ გგონია რომ გადაადგილებისას დაგესხმებიან თავს, ხელის გულივით ჩანს ყველაფერი აქედან. როგორ გაბედავენ? მერე კიდე რაც საწყობშია ერთია და მინდორში ასაღები კიდევ მეორე. თუ ასე ცუდად წავა საქმე გამოდის დაცვა მეც მჭირდება.
- ვერ გაბედავენ? აბა მე აქ რისთვის ვზივარ შენი აზრით? რომ გავბედე და ვერავინ შემაჩერა მაგიტომ...
- ხოო და რა მოიგე ერთი ეგეც თქვი - გადაიხარხარეს მოსულებმა - აქ ხარ გადმოსახლებული აქააა..
- მერე მე აქ გადმომასახლეს იქ ძარცვისთვის და სხვა ჩემნაირებს აქ ჩადენილი ძარცვისთვის აქედან სად გადაასახლებთ?
- კარგი კარგი გავიგე ეს ყველაფერი მაგრამ რას მოითხოვთ ჩემგან, მთელი მოსავალი გაჩუქოთ?
ქალაქის თავმა ადგა და პროდუქტებზე ახალი ფასების ფურცელი მომცა. გაკვირვებისგან პირი გამეხსნა, ყველაფერზე ფასი მინიმუმ ოთხმაგი ეწერა.
- თუ გეცოტავება შენი ფასი გვითხარი - მომაძახა მირომ
- აი ხალხო რა... რა ტყუილად შფოთავთ და ყრით ფულებს - გავუწოდე უკან ფურცელი ქალაქის თავს - არ მინდა ამხელა ფასები. რა ამბავია? ქალაქს უნდა მიასყიდოთ თუ მტერს? სწორედ მაგ აწეული ფასის გამო არ დაიწყოს ახლა ძარცვა გლეჯა.
- აბა რას გვთავაზობ? შენი ფასი გვითხარი. - ერთხმად მომაძახეს მოსულებმა.
რა ვთქვა თუ ვიცოდე. საკმაოდ მსუყე თანხებზეა საუბარი თუ კი ამ ფასებზე დავთანხმდები. საყურისში რებუს ხმა ჩამესმა
- მასტერ ზუ, პირველი თემა, შემოსასვლელში ლილუ და მისი ოჯახია როვერით მოსული, მეორე თემა, მე  გადავიანგარიშე მათი შემოთავაზება. თუ მაგ ფასად იყიდიან თქვენგან, მინიმუმ 2 მაგს დაადებენ თავად რასაც შეიძლება ქალაქში არეულობა მოჰყვეს, მაგრამ პირველზე დავბრუნდები, რა ვქნა ლილუზე?
- რებუ გთხოვ შემოუძეხი რა სახლამდე - ოხ როგორ არ მინდოდა ესენი აქ ყოფილიყვნენ.
- რა ხდება? - აქოთქოთდა მირო - ახალი კლიენტები მოგყავს? ვის უნდა შემოუძღვეს შენი დროიდი? ჩვენი გარიგება ხომ გახსოვს?
- მირო რა გჭირს? სტუმრები მყავს დღეს. ეგ არ გითხარით ყველას წეღან? - არა რამენაირად უნდა მოვიშრო თავიდან - კარგით მოვრჩეთ ამ პოლემიკას, მითხარით ვის რა გინდათ და იმის მიხედვით გადავწყვიტოთ რა როგორ - იმედი მაქვს იყიდიან ვისაც რა უნდათ და მალევე წავლენ.
იმედები იმ წუთასვე გამიქრა. როდესაც თავისი მოთხოვნები გამოთქვეს, მაშინვე დაიწყო კონფლიქტი. იმიტომ რომ ყველას სრული მარაგის წაღება უნდოდა, თან არვისთვის გაყოფას არ აპირებდა. ვცადე სიტუაცია განმემუხტა. ცალკე ქალაქის თავი ცდილობდა დაეშოშმინებინა მოვაჭრეები. ჩვენმა ჩარევამ უარესი შედეგი მოიტანა, უფრო მეტად დაერივნენ ერთიმეორეს. მირომ და კარიერის სასადილოს შეფპოვარმა მუშტით გაიწიეს ერთიმეორესკენ. ბოლო ხმაზე ვყვიროდი რომ რამენაირად გამეჩერებინა. იქვე პოლიციელი დროიდი იდგა, მოვიხმე და მოვთხოვე ჰაერში გასროლა გაეკეთებინა. კიდევ კარგი ამან მაინც გაჭრა. სროლის ხმაზე ყველა გაჩერდა.
ამასობაში ლილუს როვერი შემოგორდა ეზოში და იქედან გაკვირვებულები გადმოვიდნენ მგზავრები.
- მოკლედ კარგად მომისმინეთ ახლა... - რაც შეიძლებოდა რკინა გავურიე ინტონაციაში - ხომ მისმენთ? - შეკრებილმა საზოგადოებამ თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად - ახლა წახვალთ ყველა სახლებში - უკმაყოფილების ნიშნად აზუზუნდნენ მოვაჭრეები - შეწყდა! ხმა კრინტი! - დავიყვირე უფრო მეტად აგრესიულად - მიდიხართ-თქო, შებრუნდებით და წახვალთ. სახლებში მისულები დაწერთ ვის რა გინდათ და გამომიგზავნით, მერე მე ავდგები და თანაბრად გადავანაწილებ თქვენთვის ყველა რესურსს. გაიგეთ?
- ეგ კი გავიგეთ მაგრამ ფასი?
- ფასი იქნება ის რაც აქამდე იყო და ჩემი რჩევაა თქვენც არ გააძვიროთ ერთი სენტაბოთიც კი.
- ეს მართლა გადარეულა - აჯაჯღანდა შეკრებილი საზოგადოება - მეტი შანსი არ გექნება იცოდე.
- კარგი წავამატებ - ოღნდ წავიდნენ და ყველაფერზე თანახმა ვარ - მაგრამ არა მაგდენს, ხალხი რომელსაც ეს გახუთმაგებული უნდა მიასყიდოთ ჩემი მეზობლებიც არიან. მაქსიმუმ 10% წავამატებ... ან მაგასაც არა. ვნახოთ. გაიგეთ?
- ამ მარტოდ ყოფნისგან მართლა ჭკუა დაგიკარგავს. ამაზე კარგი შანსი არასოდეს აღარ გექნება - შემომღრინა „ლუდის ქაფის“ მეპატრონემ - მე მინიმუმ 40% წავუმატებდი.
- არ მინდა შენი ჭკუის სწავლება. ეგ შენ წაუმატებდი. ახლა წადით სახლებში და მოიწერთ რაც გითხარით - მიხვდნენ მოვაჭრეები რომ შემდგომ საუბარს უკვე აზრი არ ქონდა, ამიტომაც ბუზღუნით დაიწყეს როვერებისკენ წასვლა.
- მადლობა ზუბუ... - ხელი ჩამომართვა ქალაქის თავმა - მართლა გადასარევი ადამიანი ხარ.
ო ღმერთო მაღალო, როგორ არ მინდოდა ეს ყველაფერი ეყურებინა ლილუს...
- რა დღეში ხარ ბიჭო? - ჩაიხითხითა ლილუმ როცა ყველანი წავიდნენ - მოდი ჩემი მშობლები გაგაცნო.
- წარმატებული საქმოსანი ყოფილხარ ზუბუ თუ კი პროდუქციაზე ასეთი ტაციაობა გაქვს - კმაყოფილი სახით მითხრა ლილუს მამამ და ხელი გამომიწოდა - პიტერი, მოხარული ვარ შენი გაცნობის.
- ბოდიშით ხალხო, პირველი შეხვედრაა ჩვენი და მაშინაც აგრესიის გამოხატვა მომიწია - მოვიბოდიშე როგორც შემეძლო - ჩემთვისაც სასიხარულოა თქვენი ნახვა. წამობრძანდით ფანჩატურში დავსხდეთ. რებუ დატრიალდი შენებურად.
- არა უშავს, დიდი არაფერი აგრესია არ გქონია, იმ აღელვებულ ბრბოს სხვანაირად როგორ უნდა დალაპრაკებოდი - მითხრა დედამისმა - მე მია ვარ.
უნდა აღვნიშნო რომ ამ ხალხთან ურთიერთობით, სკანდალის გამო ჩასვრილი ხასიათი სრულად გამომისწორდა. მართლაც მშვენიერი და ტკბილი საღამო გამოგვივიდა. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. მიუხედავად იმისა რომ სახლი დამიწუნეს. უფრო ზუსტად სასიდედრომ დაიწუნა. კონტეინერებში ცხოვრება როგორ შეიძლებაო. ასევე დელიკატური შენიშვნები მომცა ეზოს მოწყობაზეც, უფრო ლამაზად შეიძლებოდაო. თავისი ეზოს სურათი მაჩვენა სადაც ბევრი ლამაზი ყვავილი ჰქონდა გახარებული. პიტერს რომ არ გაეჩერებინა არ ვიცი კიდევ რაზე მომცემდა შენიშვნებს. ლილუ კი ამ ყველაფერზე გულიანად იცინოდა.
- შენიშვნები დაიწყო? ესეიგი თავისად მიგიღო, ჩათვალე საკუთარი შვილის სტატუსი გაქვს მის თვალში - ჩაიხითხითა პიტერმა.
მეც კიდევ ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად, რომ უბრალო სიტყვები არ იყო მალე აქ სახლის აგება, ჰოლოგრამა ჩავურთე და ვაჩვენე პირველადი პროექტის სახლი, ამის აგებას ვაპირებ-თქო. ეს კი მართლა მოეწონა.
როდესაც სტუმრები წავიდნენ, ფოსტა გადავამოწმე, ყველას მოუწერია, ისევ შემოთავაზებებით რომ მთელი წილი მათთვის მიმეცა და ამის სანაცვლოდ ფასს მიმატებდნენ.
მე კიდე ავდექი, გადავანაწილე შეკვეთები ვის რა უნდოდა, დავაფასოვე თანაბრად ყველასთვის, დავასურათე ყველაფერი, გავაკეთე მინი ვიდეოკლიპი სადაც ვთქვი რომ კრიზისის მიუხედავად ჩემი მხრიდან ფასის აწევა არ მოხდება-თქო, ასევე მოვუწოდე მოქალაქეებსაც რომ არ აყოლოდნენ პანიკას. რომ ეს სიტუაცია დროებითია და მალე დასრულდებოდა. არ ღირდა ამის გამო ზედმეტი მღელვარება და მით უემტეს ზედმეტი ხარჯების გაღება. შემდეგ ეს ვიდეო გამოვდე ადგილობრივ ქსელში და გავეშურე დასაძინებლად.
დილას ვიდეოს ქვეშ მოქალაქეთა კომენტარები დამხვდა ბლომად. რომლებიც ერთის მხრივ მე მაქებდნენ ასეთი ნაბიჯისთვის, მეორეს მხრივ კიდე ვაჭრებს ლანძღავდნენ სიხარბის გამო. დავტვირთე ჩემი როვერი და ის-ის იყო ქალაქისკენ უნდა გავსულიყავი რომ პოლიციის მანქანა მოვიდა. ისევ ოფიცერი ფრენკი იყო.
- ზუბუ ბატონო, ქალაქში თუ მიდიხართ ჩვენ გაგაცილებთ. რა ვიცი ყოველი შემთხვევისთვის.
- რამე საფრთხეა?
- არაფერი მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა ხომ იცით.
- აგერ ნახავთ ტყუილად მოსვლა გამოგივათ. ყველაფერი კარგად ჩაივლის.
- ჩვენც ეგ  გვინდა ბატონო ზუბუ. ჩვენ წინ წავალთ და უკან გამოგვყევი.
როგორც ვიწინასწარმეტყველე, ქალაქამდეც მშვიდად ჩავედი და იქაც ქუჩებში სრულიად უსაფრთხოდ ვიმგზავრე. არანაირი აგრესია არავის მხრიდან არ მიგრძვნია, პირიქით. ერთი კია რომ ბარის პატრონები გაბუტული სახით იბარებდნენ მათ წილ პროდუქტებს. ჩემი ვიდეოს შემდეგ მოქალაქეებს დაუსვიათ საკთხი მოვაჭრეებისთვის, ფასები  არ გაზრდილიყო მინიმუმ 1 თვის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში დამუქრებიან დაწესებულებებს დაგირბევთო.
მირომ მაინც წამიბოლა...
- ასე შორს ვერ გაფრინდები. უნდა მოგემატებინა ფასი. ეგ სუბსიდია უკვე აღარ გაქვს ისედაც და რამე რომ მოხდეს არ გინდოდა დანაზოგი გქონოდა?
- და მერე რომელი გამეძარცვა? შენ? თუ აი ის ბავშვი იქ რომ თამაშობს მტვერში? ან რად მინდა ეს ყველაფერი? მით უმეტეს რომ ეს კრიზისი ზედმეტად დროებითია.
- არ ვიცი არ ვიცი, ღმერთებმა გისმინონ და ისე მოხდეს ჩვენ ვცდებოდეთ.
თითქოს ვიწინასწარმეტყველეო. ამ კვირის ბოლოს ბოლონში ის გაძარცვული ტრანსპორტი დაფრინდა. საგამოძიებო სამუშაოები დასრულებულა, ახალი ეკიპაჟი მიუყვანიათ და რეისი გაუგრძელებიათ. ტვირთის საკმაო ნაწილი კი იყო დაკარგული, მაგრამ რაც დარჩა სრულიად საკმარისი იყო იმისთვის რომ პლანეტის მოსახლეობას არ ეშიმშილა. პარალელურად ფედრაციამ სამხედრო ხომალდი გამოჰყო ამ რაიონის საპატრულოდ. ხოლო თავად ტრანსპორტი აღჭურვეს გარე მტრისგან თავდაცვის საშუალებებით და მუდმივი ბაზირების სპეც დანიშნულების დროიდებიც მიუჩინეს დაცვაში.
მოგვიანებით მირომ მოწიწებით მომიხადა მადლობა რომ ზედმეტი არ გადავახდევინე. ასე დასრულდა კრიზისი რომელიც სინამდვილეში არც არსებობდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები